ალეგრი: ჯერ “მილანზე” ვართ კონცენტრირებული, “რეალზე” ამის შემდეგ ვიფიქრებთ
ალეგრის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
“ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ საღამოზე უნდა ვიფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის ქვეშ აღმოვჩნდებით. “რეალზე” ორშაბათიდან ვიფიქრებთ. “ნაპოლის” აქვს მხოლოდ ერთი სამიზნე, რომ მოიპოვოს სკუდეტო და ისინი შესანიშნავ სეზონს ატარებენ. დარჩა ცხრა თამაში და აქედან ხუთს სახლში გავმართავთ.
გვინდა 26 მაისს ფინალში ვითამაშოთ, ჩვენი მთავარი მიზანი – ლიგაა. იმისათვის, რომ იქ მოვხვდეთ, 13 მაისამდე კვირაში ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენებს ნაბიჯნაბიჯ უნდა მივყვეთ, ხვალ “მილანს” უნდა შევხვდეთ, შემდეგ 7 თამაში გვაქვს, სანამ “ნაპოლის არ შევხვდებით.
ჩვენ ყველა ვმუშაობდით, რომ ამ მომენტში მოვსულიყავით, მე ვთქვი, რომ სამივე ფრონტზე უნდა ვყოფილიყავით მარტში და ახლა აქ ვართ და სამივე ტურნირზე ვიბრძვით. ჩვენ ბევრი გავიღეთ, რომ აქ ვყოფილიყავით. ბოლო ოთხ წლიწადში 232 შესაძლო მატჩიდან 224 ვითამაშეთ, არა მგონია ეს ციფრები ღიმილის მომგვრელი იყოს.
ხვალ “მილანთან” ვთამაშობთ, რომელმაც ბოლო 10 თამაშიდან 8 მოიგო და ბოლო 5 შეხვედრაში იმარჯვა. ეს ჯერ კიდევ “იუვენტუსი”-“მილანია”, დიდი მატჩი, რომელიც დაბალაბსებული თამაში იქნება.
გატუზო კომპლიმენტებს იმსახურებს იმ სამუშაოსთვის, რაც მან გააკეთა. მან დაამარცხა სკეპტიკოსები შედეგებით, თამაშით და ხასიათით. მან კარგად გამოიყენა თავისი სათამაშო გამოცდილება და ამით მხოლოდ ქებას იმსახურებს.
ეს განსაკუთრებული საღამო იქნება ბონუჩისთვის, რომელმაც ბევრი მისცა “იუვეს” და პირიქით. მან სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა, ეს მისი არჩევანი იყო, მაგრამ დარჩა ფანატების ცენტრში. როდესაც ის წავიდა, ჩვენ თავდაპირველად რაღაც დავკარგეთ დაცვის ბალანსში, მაგრამ ბენატია და რუგანი უფრო აქტიური გახდა, როგორც მთელი დაცვა.
კიელინი მშვენივრად გრძნობს თავს და ითამაშებს. კუადრადო კარგ ფორმაშია და სკამზე იქნება. თითქმის დანამდვილებით ლიხშტაინერი ითამაშებს, ისევე როგორც ბუფონი.
შუაში ორი ან სამი ნახევარმცველი იქნება, ეს დამოკიდებულია არა მეტოქეზე, არამედ თუ ვის ავარჩევ შეტევაში. იგუაინი და მანჯუკიჩი მზად არიან ხვალინდელი მატჩისთვის, ისინი დიბალასთან ერთად უფრო დიდი ძალა ხდებიან, რაც უფრო მეტს თამაშობენ ერთად.
ბერნარდესკი გუნდთან ერთად მომავალ კვირას დაბრუნდება, ხოლო ალექს სანდროს აციებს, ამიტომ ვნახოთ იქნება თუ არა ის ხვალ მისაწვდომი. ვფიქრობ, მომავალ კვირას ჩემს განკარგულებაში მთელი გუნდი იქნება.
დუგლას კოსტას აქვს ნიჭი, როგორიც მსოფლიოში ცოტას გააჩნია, მაგრამ მას კონცენტრირება სჭირდება, როცა თამაშობს. ბენტანკურმა კარგად გაართვა თავი ნაკრებში თავის მოვალეობას, მაგრამ მე არ მჭირდება დამატებითი მტკიცებულება მისი უნარების დასამტკიცებლად, მისი თვისებები უკვე ნათელია.”
juventus.com
Marsiali 90% juves fexburteliao, savichze midis seriozuli mushaobao kidev
Dybala minimum 3 celi juveshi iqneba da rac shexeba mis atletikoshi gadasvla didi choria!!!!
სვანჩიკა დიდი ხმაური კი ატყდა ამაზე, მარა აშკარად მაგარი ჭორია, უბრალოდ კუდი გამოაბეს იმ ამბავს, რომ დიბალა შემთხვევით შეხვდა სიმეონეს მადრიდულ რესტორანში. არადა პაულო დედასთან ერთად საუზმობდა იქ. ფაქტია იუვე იოლად არ შეელევა დიბალას, ამიტომაც მისცეს 10-იანი და არ დაუშვებენ, რომ პოგბას შემთხვევა განმეორდეს. ამას წინათ ნედვედმა ისაუბრა მაგაზე (გახსოვს ალბათ პაველმა შენიშნვა მისცა პაულოს შარშან ჩავარდნა რო ჰქონდა, ვარჯიშს მოუმატე და სხვაზე ფიქრს შეეშვიო, რაზეც ჯიჯიც გამოექომაგა – პაველს დაუჯერე პაულოო) დიბალას თუ უნდა მსოფლიო ისტორიაში შევიდეს როგორც დიდი ფეხბურთელი, ეს ისტორია იუვესთან ერთად უნდა დაწეროსო. ამასთან ის იუვეს სახეა და მაგარი ბრენდია, როგორც პოგბა და ნეიმარი. ადრე ევროსპორტზე… Read more »
კი ძმაო მართალია რასაც წერ
ადრე ტრამპლინად მაინც იყენებდნენ იუვეს და ახლა არც სამაგისოდ ვარგა ვითომ? იუვედან ატლეტიკოში მაქსიმუმ სტურარო თუ გადავა
სხვა წყაროებში ამბობენ, რომ ალეგრის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ჭორებზე, თითქოს დიბალა ატლეტიკოში გადადის.
ესპანური as-ი წერს – ალეგრის არ აღელვებს ჭორები და ხუმრობით პასუხობს ჟურნალისტს: “იმედია სიმეონე გაუმასპინძლდა დიბალას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ დიბალამ სეზონის ბოლო საუკეთესოდ ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ასევე იუვენტუსისთვის. ვფიქრობ, ის მოიპოვებს საგზურს მსოფლიო ჩემპიონატზე.
as-ი ასევე წერს – ალეგრიმ უპასუხა, მართალია თუ არა თითქოს მას არსენალი და პსჟ იწვევენ – “ბევრჯერ მითქვამს, რომ იუვენტუსთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს. მე ბედნიერი ვარ აქ და დარჩენას ვაპირებ”
შეიძლება მართლა მოხდეს, ყველაფერი დასაშვებია,მაგრამ აი რატო უნდა გადახვიდე იგროკი იუვედან ატლეტიკოში აი ეს ნაღდად ვერ გამიგია ძმაო?რას მიაღწევს ატლეტიკოში ასეთს???ხალხი ბავარიაში და მანიუში გაიქცა ვგულისხმობ ვიდალს და პოგბას ლიგის მოსაგებად და კიარიან ხახამშრალი და ატლეტიკოში გადასვლა???თუ ასე უნდა მართლა მას მაშინ……………
ისე ძმებო რადგან კუადრატა გამოჯანმრთელდა რეალთან მგონია 4-3-3 სქემა იქნება რატო ვფიქრობ ასე???ჩემის აზრით დაიწყებს იგუ—მანჯუ—დიბალა,ცენტრში მატუიდი—მარკიზა—ხედო,ზამენაზე კი კუადრატა და კოშტას შემოყვანა იქნება იდეალური ნებისმიერ სქემაზე შეუძლია ამათი შემოსვლით გადასვლა და თამაშის გამოცოცხლება
შესნის კიარა ნოიერს ვერ დააყენებს, ბუფონი მეტია ვიდრე დღევანდელი იტალიური ფეხბურთი თავის ფეხბურთელებიან მწვრთვნელებიანად
თუ ბუფონს აყენებს მილანთან, შეიძლება რეალტან სჩესნი აღმოჩნდეს კარში ასე მგონია.
აუ როგორ მინდა რეალს რომ გავცდეთ. ალეგრიმ თუ ეგ მოახერხა, ხმას აღარ ამოვიღებ მაგის მინუსებზე.
ფორცა იუვე!
მარადონა —ძმა ამ სიტყვებს გაგახსენებ ალეგრიზე რასაც ამბობ
ნეტა გასახსენებლად გახდეს ძმაო საქმე და თუ გინდა ყოველდღე შემახსენე