ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ვამაყობ ბიჭებით, რომლებიც საოცარ ისტორიას წერენ”

მასიმილიანო ალეგრის საინტერესო კომენტარი, რომელიც ზედიზედ მეოთხედ მოპოვებული იტალიის თასის შემდეგ გააკეთა:

“ჩვენ ვსაუბრობთ გუნდე, რომელიც საოცარ ისტორიას წერს! ბიჭები კომპლიმენტებს იმსახურებენ ყველა იმ ჯილდოსთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში მოიპოვეს.

საფეხბურთო სამყაროში მარცხი საკმაოდ ნორმალური მოვლენაა, რადგან ჩვენს გარდა სხვა გუნდებიც არსებობენ.. წარმატებისთვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მათგანი არის მოტივაცია.. მას სეზონის წარმატებულ მსვლელობაზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

საქმე იმაში არ მდგომარეობს, რომ იუვენტუსი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეს, არამედ ხალხში გაჩნდა განცდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.. მერწმუნეთ თითოეული მატჩი გამორჩეულია და გამარჯვების მოპოვება არცერთ მათგანში არ არის იოლი.. ეს ხომ ფეხბურთია, ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტის სახეობა.

დიახ, გონსალოს ბუნებრივია სკამზე ყოფნა არ ესიამოვნა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა მივანიჭე დასვენებულ იგუაინს, რომელიც საჭიროებისამებრ მნიშვნელოვან იმპულს შემატებდა გუნდს მეორე ტაიმში.. თუმცა, მატჩი ისედაც კარგად წარიმართა და მას პოზიტიური 15 წუთი შეხვდა.

აუცილებელია შეხედოთ დადებით ეპიზოდებს, როდესაც რაიმე ციკლის დასასრულს საუბრობთ.. გუნდს, რომელსაც ზედიზედ შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული პრობლემა არ გააჩნია.. დიახ, ყველა ტაქტიკურ მონახაზებზე საუბრობს, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე ეს სქემები.. ახალგაზრდა სპეციალისტებმა ეს ყოველივე კარგად უნდა გაითავისონ.. ერთია თეორია და მეორეა პრაქტიკა.. რეალურად საქმე სულ სხვაგვარად დგას..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

227 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
6 years ago

თავს ვდებ ალეგრი ხვდება რატოც აკრიტიკებენ და მაგიტო დაქოქა გუნდი
თორე გუშინაც შეიძლებოდა 2-0ზე გაგვეყინა ანგარიში.აუ ის რო დიბალს გაეტანა რაღაც სასწაული გოლი გამოუვიდოდა მთელი მილანი რო დაიხვია მაგ მომენტზე ვიძახი.

lasha naxucrishvili
6 years ago

2ჯერ რატო დაიდო კომენტარი აზრზე არ ვარ :no :givi:

lasha naxucrishvili
6 years ago

თავს ვდებ ალეგრი ხვდება რატოც აკრიტიკებენ და მაგიტო დაქოქა გუნდი
თორე გუშინაც შეიძლებოდა 2-0ზე გაგვეყინა ანგარიში.აუ ის რო დიბალს გაეტანა რაღაც სასწაული გოლი გამოუვიდოდა მთელი მილანი რო დაიხვია მაგ მომენტზე ვიძახი.

vakhtang karchava
6 years ago

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეოთხე კოპას ზედიზედ! ანგარიშიც სიმბოლურია :)
https://www.youtube.com/watch?v=9EoPq45O2kk&feature=youtu.be

nexus
6 years ago

au rogor minda otaliuri mesmodes… :up:

Di Francesco # 1
6 years ago

Dato777
იუვეს კარში სხვის დგომაზე ჯერ არ მიფიქრია :chuvak: ბუფონი რო წავა მერე დავფიქრდები და გეტყვი :lool:
ანიელის არ უთქვია კონტე ტრასფერების გამო გაიქცაო და არც კონტეს უთქვია, ამიტო არავინ იცის რის გამო წავიდა რეალურად, მე ვთვლი რო კონტესთვის იმ წელს ნაკრების მწვრთვნელობა რო არ შეეთავაზებინათ, სხვა კლუბში წამსვლელი არ იყო, არც ქონდა ბევრი შეთავაზება იმ წელს. უეჭველი არავინ იცის მარა ჩემი აზრით ნაკრების გამო დატოვა იუვე…

Dato777
6 years ago

ისე მაგაში გეთანხმები იუვეს კარში ვერავინ წარმომიდგენია და ვერც ვერავის ვფიქრობ

Di Francesco # 1
6 years ago

არ გპასუხობ იმიტორო მასეთი არაადეკვატური კითხვები გაქ :lool:
გარკვევით მაქ ნათქვამი 1000ჯერ რო რუგანის ვქომაგობ და ბენატიას არათქვა, რუგანი რო ყოფილიყო გუშინ იუვე მოიგებდა ისევე როგორც მის გარეშე მოიგო. მე ბენატიას თამაშსაც ვაფასებ და მის გულშემატკივრებსაც, უბრალოდ თუ ვინმე იტყვის რო გუშინ იმიტო მოიგო იუვემ რო ბენატია იყო სასტავშიო და რუგანი რო ყოფილიყოო იუვე წააგებდაო, ის აზრზე არაა ფეხბურთის, ხან ერთი იქნება ხან მეორე და ხან მესამე, მაგას მე არ ვწყვეტ, უბრალოდ ის ვწყვეტ ვისი მოედანზე დანახვა მეტად გამიხარდეს, რუგანის დანახვა ბენატიაზე მეტად მეტად მიხარია და ახლა გააგრძელე კიდე არაადეკვატურობა და მკითხე ანუ რუგანი ჯობია ხო ბენაიასო, რა შუაშია? :lool:

Dato777
6 years ago

მაგრამ ისიც თქვა რომ ამ შემადგენლობით წარმატებების მიღწევა შეუძლებელიაო

Di Francesco # 1
6 years ago

Dato777
არასდროს არ გამხარებია ფუბონის კარში გოლი და ვინცარუნდა სხვდეს იუვეს ბუფონის კარში გოლს 1%_თაც არ ვინატრებ, მანდამაინც ტორპედოს თუ არ შეხვდნენ :lool:
მე კონტე იუვენტინო როა მიტო მომწონს და შენი აზრით იუვეს გარეთ კონტე მომეწონებოდა და მისი პირადი გულშემატკივარი გავხდებოდ? იუვეს გარეთ მე გატუზოც მომწონს და მონტელაც მარა კონტესავით სხვა არაიუვენტინოს არასდროს ვუქომეგებ, იუვეს საწინააღმდეგოდ გგონია რო ვუქომაგებ იმ კაცს რომელიც იუვენტინოობის გამო მომწონს? :lool:

Dato777
6 years ago

შესნი რომ იდგეს? :chuvak:

Dato777
6 years ago

ეგ კონტე არ იყი რომ მიატოვა იუვე ტრანსფერების გამო?

რ ე ა ლ ი ს ტ ი

2 ტამაში ცაატარა ჰიოვედესმა იუვეში სულ,ორადორი,მაგრამ მაგასაც ვბალეშიკობ,მის ნიუსებს ვათვალიერებ,ხოლო ზაფხულში რომ შალკეში გააბრუნონ აღარც დავინტერესდები მისი ბედით. ასეა ნამდვილი ფანები ყველა

Dato777
6 years ago

ანდრეა სილვას საიტზე ვიყავი შესული და გადუზოს აგინებენ იმას კი არ ამბობენ ფინალში რომ გაიყვანა და იუვესთან დამარცხა იმ იუვესთან რომლის მეორე შემადგენლობა მილანის ძირითად შემადგენლობაზე ძლიერია

რ ე ა ლ ი ს ტ ი

დავით ეს მე არ მპასუხობს მემდურის :) და მიდი აბა შენ კითხე, გუშინ რუგანი რომ ყოფილიყო ბენატიას ნაცვლად და იუვეს წაეგო ეგ უფრო გაეხარდებოდა თუ ბენატიათი (და 2 გოლი გატანილით) მოგებული?

Dato777
6 years ago

შენ ის მიპასუხე ჩელსი და იუვე რომ შეხვდნენ ვისი წარმატება გაგიხარდება კონტესი თუ ალეგრისი?

Di Francesco # 1
6 years ago

Dato777
რატო არ თვლი? ანუ შეიძლება ხო რო ფეხბურთელს იუვეში ქონდეს ნათამაშები და მას ვინმე თვლიდეს ან არ თვლიდეს იუვეს ფეხბურთელად? ხოდა თუ შეიძლება მეც მაგას გეუბნები რო შეიძლებათქვა და შენ ახლა იტყვი ცოტა ხანს იყო ლუსიო და მიტო არ ვთვლიო ხო? ცოტა შეიძლება შენთვის 6 თვეა ცოტა და ვირღაცისთვის 3 წელი, ამიტო არაა მასე რო ვინმეს თუ სხვა არ მოსწონს რომელიც 3 წელი იყო გუნდში, იმას უთხრა რო შენ იუვეც არ მოგწონსო

Dato777
6 years ago

სწორად ვერ გაიგე რა დავწერე, იმ პერიოდში მანამ ლუსიო ჯუვეში იყო ლუსიო პრიორიტეტი იყო და მეკიდა ბრაზილიელი რომ იყო, იგუაინიც არ მეცასებოდა რეალში რომ თამაშობდა მაგრამ ეხლა…. ხო და არასდროს არცერთი იუვეს ფეხბურთელისთვის არ მიგინებია და მიქილიკია დაჯე დიეგო რომ იყო იმისთვისაც კი

Dato777
6 years ago

შენი ლოგიკით რა გამოდის იუვემ ვერცერთი ტიტული რომ ვერ მოიგოს და ცალკეულმა რომელიმე შენმა საყვარელმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მოიგოს კარგი შედეგაი იქნება?

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dato777

აკი ნათქვამი აქვს სტურაროს აცდენილი ურჩევნია სანდროს გატანილს.

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Dato777

იუვეს წაგება მეწყინება და სხვისი კონკრეტული ფეხბურთელის მიღწევა გამიხარდება, რაარი ამაში უცნაური?
მალდინი – ლუსიოზე მიპასუხე :chuvak:

Dato777
6 years ago

გიპასუხე უკვე

Dato777
6 years ago

ზიდანსაც კი ვბალეშიკობდი იუვეში როცა იყო :chuvak:

Di Francesco # 1
6 years ago

Dato777
მალდინი გირჩევნია თუ ლუსიო? :chuvak:

Dato777
6 years ago

ლუსიის იუვეს ფეხბურთელად არ ვთვლი. მაგრამ როდესაც იუვეში თამაშობდა ლუსიო პრიორიტეტი იყო იმიტომ რომ მისი თამაში იუვეს შედეგზე ახდენდა გავლენას

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ეჰ ჩემო მეგობრებო,ჩემსავიტ სურდეს ნეტავ ბევრს იუვეს წარმატება ლიგაზე,აზანზარებდეს ევროპას, ისე რომ პერესი ფიქრობდეს მსაჯიც ვერაფერს გვიშველსია ზრი არ აქვს დარეკვასო…მაგრამ შევხედოთ საღი გონებით, საქართველოს გამთლიანებაც ხომ ყველას გვსურს? ხოლო რადგან ჩინოვნიკები არ თუ ვერ აკტებენ ამას დავდგეთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიქილიკოთ? ვაგინოთ? დაახლოებით ასეა იუვეს თავსაც , რამდენი წელი აგვიდა, რამდენი მწვრთნელი ყოფილა,რა ფეხბურთელები არა ყოფილა ,ეს ყველაფერი მაშინ როცა ყველაზე კრიზისში მყოფ კალჩოელსაც კი რომ უფრთხოდა მტელი ევროპა, მაგრამ მხოლოდ 9 ცდიდან მხოლოდ 2 ჯერ გამოვიდა ეს საქმე, არ ნიშნავს ეს იმას რომ ამიტ ალეგრის ვაპრავებ და ტავს ვიმშვიდებ,შეიძლება მის კისერზეცაა ორი წაგებული ფინალი და ოჯერ იქ ვერგასვლა,მაგრამ… Read more »

Di Francesco # 1
6 years ago

გუნდს მეც ვქომაგობ, უბრალოდ ფეხბურთელს უფრო მეტად, მე ის ხო არ მითქვია რო იუვეზე მეტად სხვა კლუბს ვქომაგობთქვა? იუვეზე მეტად მიყვარდა და მიყვარს დელ პიერო, ბუფონი, მარკიზიო, კიელინი, ესეც პირობითია მეტად თუ ნაკლებად, ამის გაზომვა არ ხდება, ასეთი ხალხი რო გიყვარს რანაირად უნდა თქვა რო კლუბი არ გიყვარს? ზოგადად ვთვლი რო ფეხბურთი პიროვნებების თამაშია და კლუბი ცოტა მეორეხარისხოვანია, კარგი ფეხბურთელი შეიძლება ნებისმიერ კლუბში მოგწონდეს და ნებისმიერი კლუბი კარგი ფეხბურთელის გარეშე არასდროს მოეწონება ვინმეს…

Dato777
6 years ago

მეც მოიყვარდა მალდინი, ინძაგი, ნესტა და ახვები მაგრამ ჯუვეს არცერთ ფეხბურთელზე წინ არ დავაყენებ, ალეგრი მილანში რომ იყო კონტე მერჩია იმიტომ რომ იუვეს გირსებას ემსახურებოდა, ძამბეოტა იუვეში რომ თამაშობდა მაგრა მევასებოდა მაგრამ შემდეგ მილანში იყო და ჯუვეს ფეხბურთელზე წინ ვერ დავაყენებდი

რ ე ა ლ ი ს ტ ი

დენ ჰააგს და ჰერაკლესს რომ ფანები ყავს ესეიგი ტყულა ქომაგობენ რადგანა რცერთს კარგ ფეხბურთელი არ ყავს? ყველა გუნდის ფანი თვლის რომ მისი გუნდის ფეხბურთელი კარგია

Dato777
6 years ago

დი ბიაჯო 1
შენ გკიდია ბაზარი არაა, მაგრამ მე ცალკეულ პერსონებს არ ვქომაგობ გუნდს ვქომაგობ, ვინც იუვეში თამაშობს და მუშაობს იმათაც შესაბამისად და არ მისწორდება ეს მიდგომა

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dato777

:up:

Di Francesco # 1
6 years ago

Dato777
რა ნახე არაადეკვატური? მე ხო დავწერე ის შედეგები რაც რეალურად იყო? + იყო 3-4 მოგება ბარსასთან, არსენალთან და ზენიტთან, შეაჯამე ახლა ეს შედეგები და თქვი, ალეგრის ლიგაზე გამოსვლა მილანით, წარმატებული იყო თუ არა? ან კი თქვი ან არა

Dato777
6 years ago

მილანში რა იყო მაგრა არ მაინტერესებს ან სხვაგან რა ხდება არც ეგ მაინტერესებს, უვეში რა ხდება ეგ მაინტერესებს და უვეში კარგი შედეგები აქვს. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მილანში ანჩელოტის უკეთესი შემადფენლობა ყავდა მაგრამ ცუდი შედეგი დადო ბოლო სეზონში და ბავარიაშიც ცუდი შედეგი ჰქონდა მაგიტო ცუდია?!

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Dato777

გეთანხმები :forza:

Di Francesco # 1
6 years ago

ჯერ ერთი ლიგაზე რანაირად უნდა თქვა რო მილანს სასტავი არ ყავდაო :lool: ლიგაზე როდის გადიოდა მილანი? მერვე ადგილზე რო ეგდო სერია ა_ში მაშინ? შემადგენლობა არ ყავდათ მაშინ როცა სერია ა_ში ეგდნენ მერვეზე, როცა ჩემპიონები ხდებოდნენ იტალიაში და ლიგის საგზურს იპოვებდნენ მაშინ რანაირად არ ყავდათ შემადგენლობა? ისეთი მაინც რო სამარცხვინოდ არ ეთამაშათ ზენიტებთან, ანდერლეხტებთან, მალაგებთან და პსვეებთან, ძან კარგადაც ყავდათ, მწვრთვნელი რო ყოლოდათ შემადგენლობა საკმარისად ძლიერი იყო საიმისოდ რო მაჩანჩალა გუნდებისთვის მოეგოთ ლიგაზე…

Dato777
6 years ago

გიხაროდეს წელსაც ალეგრი იქნება ჯუვეს ტრენერი

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Dato777

მერე მე რას მიშლის? მე ვინც მომწონს ისინი სულ რო სერია ც_ში იყვნენ იქაც ვუქომაგებ, რა შუაშია ვინ სად იქნება?

Di Francesco # 1
6 years ago

Dato777
ფაქტები ვინმეს მიერ არ იწერება, ფაქტები იდება ქმედების შემდეგ და ალეგრის ნამოქმედარის შემდეგ დადებული ფაქტები დაგიწერე, რომელიც შენ ვერ აღიქვი ადეკვატურად და ჩემი მოგონილი გგონია :lool:

Dato777
6 years ago

გუშIნ კონტემ რა თამაში ვერ მოიგო…

Dato777
6 years ago

მე ფაქტებზე კი არ მაქ პრობლემა შენს არადეკვატურ მსჯელობაზე და შენს მიდგომაზე, იმ მიდგომაზე ფხიზელი გონებით რომ ვერ მიუდგები, იმ მიდგომაზე შედეგს რომ ვერ ხედავ და იმის მაგივრად რომ გიხაროდეს დგახარ და ქილიკობ

Di Francesco # 1
6 years ago

ეს კაია ბარსაზე ბურთის გადახევა რო გვახსოვს კონსტანტებით, თითზე ჩამოთვლილი გამობრწყინებები კი ქონდა ალეგრის მილანში. თუმცა იყო სხვა ბევრად მეტი თამასი სადაც ალეგრის მილანს ბურთი გადააღუნეს თავზე და ესეც გასახსენებელია ბარსა – მილანი 4-0 ბარსა – მილანი 3-1 ბარსა – მილანი 3-1 ეს 3 თამაშიც ალეგრის ნათამაშებია… მერე იყო ატლეტიკოსთან განადგურება… მილანი – ატლეტიკო 0-1 ატლეტიკო მილანი 4-1 ესეც ალეგრის ნამოქმედარია… მერე იყო მალაგა, კაი ბარსასთან შედარებით შეიძლება ცუდი სასტავი ყვდა და მაგიტო გადაუარა ბარსამ მარა, მალაგასთვის რო მოეგო ისეთი სასტავი არ ყავდა ხო 2012 წელს? კაკა – ბალოტელი – პატო – ელ შაარავი – რობინიოე – მონტოლივო – მუნტარი… Read more »

Dato777
6 years ago

მეც მომაწევინე რაა ძმურათ

Dato777
6 years ago

კარგ რაგაცეებს აძრობ და გამისწორდება უარს ნუ მეტყვი :lool:

Di Francesco # 1
6 years ago

კონტემ მისი საკლუბო კარიერის საწყის 4 წელიწადში 4_ჯერ ჩემპიონი რო გახდა ეს კარგია, წელს რო ოთხეულში ვერ შევიდა ეს ძან ცუდია, რადგან წინა 4 წელი საუკეთესო ქონდა მაგის გამო ვთქვა რო წელსაც მაგარი სეზონი ჩაატარა? წელს ითამაშა სამარცხვინდ მისმა გუნდმა, არანაირად არ ეკადრებოდა ოთხეულში ვერ შესვლა და ის რო ძლიერი კონკურენციაა პრემირლიგაში საერთოდ არ ამართლებს, ისევეა ალეგრიზეც მილანში იყო ძან ცუდი და ცოტა გამონათებები კი ქონდა, ბარსას მოუგო 1-2 თამაში, არსენალს 4-0 მოუგო და რაღაცეები იყო მარა საერთო ჯამში მილანში ალეგრის მოღვაწეობა თვითონ მილანენებმა შეაფასეს უარყოფითად და იუვეს ფანებს რატო გჯერათ რო მილანში მაგარი იყო ალეგრი ვერ ვხვდები, მარა კაი… Read more »

Dato777
6 years ago

ისე რა მაინტერესებს ინძაგის ლაციომ უეფაზე რაც ქნა და როგორც გამოვარდა მაგის შემდეგ ალეგრიზე ცინ როგორ აყენებთ ანდაც ზედიზედ სამ თამაში გადუზომ პირწმინდათ დაჩაგრა, სიმეონე ჯგუფში ჩატოვა ყარაბახმა თუ ვიგაცამ და მერე ალეგრის ჯობიაო

Dato777
6 years ago
Reply to  Dutch

გაიხარე დავით მართალი ხარ

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

მე როგორც მახსოვს 9 ფინალში კინკილა გოლები აქგატანილი იუვეს, თან რა სასტავები ყავდა მაშინ, პრობლემა უფრო სხვა რამეში მგონია,

Dato777
6 years ago

ყველაზე მწარეთ მახსენდება რეალთან წაგებული ფინალი მიატოვიჩის გოლით, არა და რა შემადგენლობა გყვავდა სასწაული გუნდი იყო

Dato777
6 years ago

როგორ ვერ ვუყურე რააა ნერვები მეშლება

kobritus
6 years ago

დაეწყება ჩავარდნა იუვესაც და გული დაგწყდებათ ჩემპიონთა ლიგა რო ვერ მოიგეთ ასეთი აწყობილი გუნდით.

ყველაფრისდა მიუხედავად ალეგრი გასაშვებია. კუპერის და რანიერის ტიპის უსქესო მწვრთნელია რომელიც ლიგას ვერასდროს მოიგებს.

პატივისცემით მილანის ფანი.

Dato777
6 years ago
Reply to  kobritus

უკეთესია მილანის შეცდომებზე ისაუბრო, გუნდში სულ 5 ფეხბურთელი რომ გყავთ, ალეგრი როგორიც არის ჩვენი გუნდის ტრენერია და გადუზოზე რაც გინდა თქვი

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  kobritus

ჯერ მოგელოცა მაინც შე კაცო :)

Dato777
6 years ago
Reply to  kobritus

ისე კი მილანს აპლოდისმენტები ეკუთვნის ფინალამდე რომ მივიდა ასეთი გუნდით

Dato777
6 years ago

საგოლ გილოცავთ ყველას მართალია მილანს მოვუგაეთ მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა მაინც თასია. ბევრმა ირონით აღნიშნა ეს მოგება მაგრამ არაუშავრს

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ერთი სეცდომაა გაპარული ადმინ მაგრამ არაუშავს, დასვენებულ მანძუკიჩს და არა იგუანს

| Newsphere by AF themes.
227
0
Would love your thoughts, please comment.x