ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერინი:”იუვე? ყოველდღიურად დავამტკიცებ, რომ მისი ღირსი ვარ”

საინტერესო ინფორმაცია ტურინელთათვის:

“იცოდე, რომ შენით იუვენტუსია დაინტერესებული, ვერ აგიღწერთ როგორი სიამაყის განცდას მიჩენს. იუვენტუსის სამიზნედ ითვლებოდე, არის დიდი ბედნიერება და იცოდეთ, რომ დღეს მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ ამ ფაქტის გამო!

დასრულებულია თუ არა გარიგება? ჯერჯერობით არა, მაგრამ ამის მცირე შანსიც რომ მქონდეს, ბუნებრივია იუვენტუსში დაუფიქრებლად გადავიდოდი.. კიდევ ერთხელ განვმეორდები, იყო იუვენტუსის სამიზნე ეს არის საოცარი ემოცია! გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ..

ჩემპიონთა ლიგა? როდესაც სახლს დავტოვებ ჯენოას სახით, მსურს გამოვცადო საკუთარი თავი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.. მსურს გადავიდე კლუბში, რომელიც მომცემს შანს ეს მიზანი, ოცნება რეალური გახდეს.. ვიბრძოლო ტიტულისთვის, რომელზეც ბევრი ოცნებობს.. მსურს გავიგო, რამდენად კარგი ვარ ამ გამოწვევისთვის.. მსურს დავინახო და საკუთარი სიტყვა ვთქვა..

ვიცი, რომ იუვეში ისევე როგორც სხვა დიდ კლუბში კონკურენტად ძლიერი მეკარე მეყოლება.. მაგრამ ამ ბრძოლისთვისაც მზად ვარ.. პროგრესირებას არასოდეს შევწყვეტ, სამწვრთნელო სესიის დროს მაქსიმუმს გავიღებ და მწვრთნელისთვის დიდ თავისტკივილს გავაჩენ.. შემდეგი წელი პროგრესირების კუთხით გადამწყვეტი გახდება.

როდესაც ბუფონმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ეს მთელი ჯგუფი მეკარეებისთვის ახალი გამოწვევა გახდა.. მათ შორის ჩემთვისაც.. მსურს დავამტკიცო, რომ შემიძლია ასეთ მაღალ დონეზე საიმედოდ ასპარეზობა. ჯიჯი? არაერთხელ მითქვამს, რომ იგი უნიკალურია.. ბუფონი უდაოდ საუკეთესო მეკარეა და აქ ზედმეტი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
6 years ago

ახლა მივხვდი რატო არ მინდა ალეგრის დარჩენა, ალეგრი ბერარდის მოსვლას არ დათანხმდება, ისეთი მოგონებები აქ ბერარდიზე :chuvak: არადა მაინც მჯერა რო ბერარდი დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მებრძოლია და მიაღწევს რაღაცას…

Di Francesco # 1
6 years ago

ჩემი ფავორიტი სტურაროსთან ერთად :chuvak:

Per SeMpRe NuMeRo Un0
6 years ago

ვისთან?? ხომ არ შეგეშალა რაიმე ? რომელი სტურარო ? ვერონასთანაც რო ვეღარ თამაშობს იმ სტურაროსთან ? მაგას საერთოდ ფეხბურთელის სახელი უნდა ჩამოართვან

Di Francesco # 1
6 years ago

მთელი წელი სკამზე ეგდო, ბურთთან შორსაა აშკარად, მარა უბურთოდ კარგად თამაშობს, ვერონასთანაც ქონა კაი ეპიზოდები ჩაჭრაზე და ართმევაზე კაია

Per SeMpRe NuMeRo Un0
6 years ago

პერინი ძაან მომწონს , აუცილებლად უნდა მოიყვანონ და შანსი მისცენ. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ ბარსასავით გააკეთებენ ტერშტეგენი და ბრავო რო ყავდათ. ერთი ლიგაზე და თასზე თამაშობდა მეოერე კიდე ლა ლიგაში. მერე უკვე გადაწყვიტავენ ვინ იქნება ღირსი სრულყოფილი პირველი ნომერი გახდეს. შესნი კარგი მეკარეა მაგრამ აუცილებელია პერინის მოყვანაც

სვანჩიკა

დავით გეთანხმები ასე მგონია ეგ ბიჭი გაამართლებს და ამავდროულაც ბერნაც გახდება ძირითადის იგროკი :up: :love:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x