ბუფონი ფრანგებთან 2 წლიან კონტრაქტს მალე გააფორმებს
ევროპული მედიის ინფორმაციით:
ჯანლუიჯი ბუფონი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებს, კარიერის პსჟ-ს რიგებში გაგრძელებას..
იტალიელი მეკარე საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 2 წელი იასპარეზებს და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის წარმატებით წარიმართა და როგორც ჩანს ჯიჯი საფეხბურთო კარიერას ლიგა 1-ში დაასრულებს.