ლა სტამპა და ტუტოსპორტი რონალდუს გარშემო
დილიდანვე იტალიური გამომცემლობები კვლავინდებურად კრიშტიანოს გარშემო იყრიან თავს:
ტუტოსპორტი:“ოცნება უფრო და უფრო რეალური ხდება.. ანდრეა ანიელი და მისი გარემოცვა მზად არის დიდი ფინანსური ინვესტიციისთვის, რომელიც ჯამში კლუბს მინიმუმ 240 მილიონამდე დაუჯდება თავისი 4 წლიანი ხელფასის გათვალისწინებით..
უდაოდ დიდი თანხაა, მაგრამ საერთო ჯამში, სხვადასხვა დათვლებით ბიანკონერის კომერციული შემოსავალი მინიმუმ 30%-ით გაიზრდება, როდესაც გუნდის კარს ისეთი ბრენდი შეაღებს როგორიც კრიშტიანო რონალდუა..
გამარჯვებების წყურვილი? რონალდუს რომ მოტივაცია არასოდეს აკლია, ამას პორტუგალიელი მუდამ გვიმტკიცებს.. იგი არა მარტო ფინანსური შემოსავლების გარანტია, არამედ გამარჯვებებისაც! იუვეს შესაძლოა სწორედ ეს ელემენტი აკლია საბოლოო მიზნის მისაღწევად!”
ლა სტამპა:“ბიანკონერის ტიფოზერია ეკრანთან არის გაყინული და ტონალურ რეჟიმში ელის ახალ ცნობებს.. ცნობებს, რომელიც მათ საყვარელ კლუბში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს გადაიყვანს..
იუვენტუსი დარწმუნებულია საკუთარ სიძლიერეში და ფინანსურ მხარდაჭერაში, რომელიც ექსორისგან, ანდრეა ანიელისგან და სხვადასხვა სპონსორებისგან მოდის.. შესაბამისად იგი მზად არის დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს და ფაქტიურად დაძლიოს იუნაიტედის ან პსჟ-ს ბარიერი..
ჟორჟ მენდეში პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს და როგორც ირკვევა პერესთან ფაქტიურად მიაღწია შეთანხმებას, მისი კლიენტის გუნდიდან წასვლის თაობაზე.. ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება შეხვედრა ანდრეა ანიელისა და ფლორენტინო პერეს შორის..”
იმედია კრიშტიანუ თუ მოვა იგუაინი და რუგანი არ შეეწირებიან ამ ტრანსფერს რადგან ორივე საჭირო მოთამაშეა ამ იუვეში თუ გაყიდვა უნდათ გაუშვან – სტურარო, ხედირა, მატუიდი, პიაცა
რონალდუს ერთი მაღალი კლასის ნახევარ მცველი მოაყოლონ თუნდაც პოგბა ან ერიკსენი თუ ორივე გამოვიდა ხომ მთლად უკეთესი.
ეს რომ აღარ მოვიდეს მაგრად გამიტყდება უკვე )))
ახლა დავფიქრდი, სულ გავიძახდი რომ არ მევასებოდა კრისტინა და თურმე მშურდა სხვა კლუბების და მაგიტომ ვიძახდი ასე
პ.ს დამაცყდა ნერვები ლოდინით
დამაწყდა ნერვები…