ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6.5 – ლულიჩის დარტყმულზე კარგი რეაქცია გამოავლინა.. ასევე საიმედო იყო როდესაც იმობილეს დაასწრო.. სხვა მხრივ მეტოქეს ის დიდად არ შეუწუხებია..

კანსელუ – 7 – კვლავინდებურად აქტიურია შემტევ ფაზაში, თუმცა ვერონასთან შეხვედრის შემდეგ არც დაცვაში მოუკოჭლია. თუმცა, ალეგრის ტაქტიკური თვალსაზრისით მასთან მუშაობა კიდევ მოუწევს.

ბონუჩი – 6.5 – თავდაპირველად იყო ვნებათაღელვა, რომელიც ტრიბუნებიდან მოდიოდა.. კურვამ იგი არ მიიღო და ბონუჩის აშკარად ეტყობოდა დაძაბულობა.. თუმცა, რამდენიმე საიმედო მოქმედებამ მისი შესრულებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალა და მატჩის ბოლოს მხარეებმა ფაქტიურად დაასრულეს კონფლიქტი, როდესაც ლეომ ფანებს ბოდიში მოუხადა, ხოლო მათ მცველს ტაში დაუკრეს.

კიელინი – 7 – ტოლი არავის დაუდო.. ასაკი გასაგებია, მაგრამ როგორც ჩანს უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში შედის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს..

ალექს სანდრო – 5.5 – ბრაზილიელი არცთუ აქტიურია შემტევ კონდიციებში და გარკვეულ დაღლილობას განიცდის მარცხენა ფლანგზე.. კიევოსთან უფრო ნაყოფიერად ირჯებოდა..

ხედირა – 6.5 – ნაყოფიერია მეტოქის შეტევის დაწყებისას სწორი მოქმედებებით, რითაც გუნდს ბურთი არაერთხელ მოუტანა. ჰქონდა მშვენიერი შანსი ზედიზედ მეორე მატჩში გამოეჩინა თავი..

პიანიჩი – 7 – მოედანზე მასთან და ხედირასთან ერთად კიდევ ერთი შუახაზელის გამოჩენამ, ბოსნიელს გარკვეულწილად ხელფეხი გაუხსნა.. კონტრაქტის გახანგრძლივება საოცარ სტილში აღნიშნა, როდესაც ეფექტური გოლით ლაციალეს კარი დალაშქრა.

მატუიდი – 7 – ლაციო მძიმე გუნდია და მატუიდის მოედანზე გამოჩენა უდაოდ სასიკეთოდ წაადგა ტურინული კლუბს.. ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ როგორც ჩანს ძალები აღიდგინა და ახლა მზადაა ბრძოლისთვის. მისი მოქმედებების შედეგად რომაელებმა არაერთხელ დაკარგეს ბურთი.

ბერნარდესკი – 7 – მაქსიმუმს იღებს გუნდისთვის და ცდილობს რონალდუს მხარი აუბას, რაც ჯერჯერობით სხვებს მაინც და მაინც კარგად არ გამოსდით.. სწორედ მის აქტიურობას მოყვა პირველი გატანილი გოლი.

რონალდუ – 6.5 – ამ შეხვედრაშიც საოცრად გაისროლა, მაგრამ სტრაკოშამ საგოლე სიის გახსნის საშუალება არ მისცა.. შემდგომ მანჯუკიჩს დაეხმარა თავის გამოჩენაში.

მანჯუკიჩი – 7 – პერიოდულად ცვლის რონალდუსთან პოზიციებს.. როგორც ყოველთვის ბევრს იბრძვის და მისი გადაადგილებები საბოლოო ჯამში გატანილი გოლით დასრულდა.

ალეგრი – 6.5 – მუშაობა გრძელდება.. ზონებს შორის არსებობს პრობლემა, თუმცა იგი მაინც ახერხებს გამარჯვებების მოპოვებას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მე ის მიკვირს ყოველ წელს ატალანტა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს ყიდის და მაინც მაგრად თამაშობს სახლშიც და ევროპაშიც. მალადეც გასპერინის რა კაი ტრენერია, ახალგაზრდებთან მუშაობა უყვარს და შედეგსაც დებს. 3-1 გასვლაზე იგებდა რომასთან. სახლში უეჭველი მოუგებდა მაგ თამაშს რომას

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
6 years ago

რომას @იმავს ატალანტა. პელეგრინის სად ათამაშებს დი ფარჩაკო ნახეთ რა

maradona73
6 years ago

Bianconeri.10

მართლა ეგრე ყოფილა, არ მეგონა. ისე რა აზრი აქვს ფინალი ტურინი იქნება თუ სხვაგან, აგერ უეფაზე არ წავაგეთ ფინალებში ჩვენზე უიღბლო გუნდთან ბენფიკასთან?

Bianconeri.10
6 years ago
Reply to  maradona73

არა პროსტა 40 ათასი არაა იუვეს დონე რა )) თან ბილეთების გაყიდვის პრობლემაც არ არის,ეგრევე იყიდება აბონიმენტები წლიური.

maradona73
6 years ago

ვფიქრობ რომ მანჯუ რონალდოსთან ერთად უნდა იყოს ასნავნოიში, მაგრამ ზამენაზე თავდამსმელების პრობლემა შეიქმნება. ფავილი არ უნდა გაეშვათ.

Bianconeri.10
6 years ago

აქ რა მოსტადანია და სტადიონის გადიდებას რომ აპირებდნენ,აღარ ისმის არაფერი ? 40 ათასი აღარ შეგვეფერება უკვე ))

maradona73
6 years ago
Reply to  Bianconeri.10

50-ზე მეტია რამდენადაც ვიცი და 10-12-ის მომატება შეიძლება.

Bianconeri.10
6 years ago
Reply to  maradona73

40200 ეტევა დაახლოებით,მაგ 10 12 რომც დაამატონ ლიგის ფინალს მაინც ვერ ქაჩავენ,60 უნდა თუ სწორად მახსოვს.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x