გაძეტა რუგანის ახალი კონტრაქტის დეტალებს ახმაურებს
საკმარისი იყო გუშინ რუგანის თაობაზე ახალი ჭორები გავრცელებულიყო ჩელსისთან მიმართებაში, რომ გაძეტას მისი კონტრაქტის თაობაზე ახალი ცნობები გამოაქვეყნებინა:
გავლენიანი მილანური გამომცემლობის მტკიცებით, მაროტა-პარატიჩის დუეტი უკვე მუშაობს იტალიელი მცველის აგენტთან არსებული კონტრაქტის გაუმჯობესებაზე.
როგორც პრესის ფურცლებიდან ირკვევა, რუგანი გუნდში 2023 წლამდე დარჩება და მისი წლიური ანაზღაურება 2.8 მილიონი ევრო იქნება..