პარატიჩი საფრანგეთში მორიგი პოტენციური თავისუფალი აგენტისთვის
ტურინული გამომცემლობა ლა სტამპას ცნობით, ფაბიო პარატიჩი გუშინ პსჟ ლიონის შეხვედრას დაესწრო:
მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი კი ადრიენ რაბიო იყო, რომელიც შეხვედრას თვალყურს დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნებიდან ადევნებდა..
ფაბიო მთელი მატჩის მანძილზე ესაუბრებოდა ფრანგ ფეხბურთელს და მას ტურინული ვარიანტით მოხიბვლას ცდილობდა.
საგულისხმოა, რომ რაბიო არ ახანგრძლივებს პარიზელებთან კონტრაქტს და არ არის გამორიცხული ფეხბურთელი იუვემ უკვე იანვარშივე დაიმატოს.
გუნდს უკან ფეხბურთელტან ჩალიჩი ხომ აკრძალულია? თუ შეიცვალა რამე?
კონტრაქტის დამთავრებამდე 1 წელზე ნაკლები თუა მოჟნა ))
ცალ-ცალკე აღებული ნახევარმცველებიც კარგები გვყავს) მარა ყველა ზედმეტად ერთი სტილის არის. პიანიჩი მაგარია, მარა არის შემთხვევები (არცთუ იშვიათად) როცა ვერ ქაჩავს რო მთელი გუნდი ათამაშოს. თან დიდად სწრაფიც არ არის, როგორც სხვა დანარჩენები. ამიტომ არის საჭირო 1 კრეატიული კაცის მოყვანა, რო ბალანსი იყოს ნახევარდაცვაშიც!
უმეტესად ფლანგებიდან ვუტევთ და გოლების უმრავლესობაც ასე გაგვაქვს…
საჭიროა ნახევარმცველი ერთი მაინც პოგბა სავიჩი რაბიოდან
ნუ ცუდი არ არის რა. პროსტა ჩვენ ნახევარმცველებზე ოდნავ ტექნიკურია. თორე თორე ვინმე უკეთესზეც უნდა იჩალიჩონ ზაფხულში მაინც უეჭველი, თუმცა უფასოდ მივესალმები რა თქმა უნდა)) აი ტიაგო ალკანტარა იქნებოდა კაი ვარიანტი რა. მაგრათ მომწონს! თან ტიპიური ესპანელი ფაფხურა ნახევარმცველი არ არის. ფიზიკურადაც ძლიერია და ტექნიკურად ხო არის! ეგ და პიანიჩი დახატავენ)
გვინდა რო ცუდი არ უნდა იყოს ისე