კიელინის და ბონუჩის ჰარვარდში ელიან
მოურინიოს მატჩისშემდგომ კომენტარს ჩვენს საიტზე უკვე წაიკითხავდით, სადაც მან ბონუჩი-კიელინის წყვილი განსაკუთრებულად შეაქო და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ ეს ორი ჰარვარდში ლექციებს წაიკითხავდნენ თუ როგორ უნდა ითამაშო დაცვის ხაზში:
რაოდენ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს ჰარვარდის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ფრანჩესკო დ’აგოსტინომ ბონუჩი და კიელინი მასტერ კლასის ჩატარების თვალსაზრისით უნივერსიტეტში დაპატიჟა..
“სიმართლე გითხრათ ამაზე არაერთხელ მიფიქრია.. აი მაგალითად კიელინის თავისუფლად შეუძლია ჰარვარდში სამედიცინო ლექციების წაკითხვა, რადგან მისი ცხვირი იმდენჯერ არის გატეხილი ვფიქრობ ამ მიმართულებით ბევრი რამის შესწავლა შეგვიძლია.
აი ბონუჩი კი ფსიქოლოგიური მიმართულებით იქნება, რადგან მისი ტრანსფერი მილანიდან იუვენტუსში საკმაო გამოცდილებას დააგროვებინებდა და რაც მთავარია ნერვების გამოცდას გაუძლებდა..
ხუმრობის გარეშე.. მათი მასტერკლასი ჩვენთან უდაოდ საინტერესო იქნებოდა, რადგან კიელინი და ბონუჩი თანამედროევობის საუკეთესო უკანახაზელები არიან. თუ გავიცნობთ დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი უფრო ნაკლებ ბურთს გაუშვებს”.
გენიოსები არიან
ძმებიიი
ოო ერთი ამათ შეხედე საღოლ ბიჭეებო წარმატებები
როგორ მიხარია ეს შეფასებები,გაბადრული ვკითხულობ.მაგრები არიან