პარატიჩი დირექტორატის წინაშე წარსდგა
ფაბიო პარატიჩი დღეს დირექტორთა საბჭოს წინაშე წარსდგა:
როგორც მოგეხსებათ ჯუზეპე მაროტამ დატოვა ბიანკონერი და ახლა მისი მოვალეობა მოსილება რამდენიმე დეპარტამენტმა გაინაწილა.
საგულისხმოა, რომ ფაბიო პარატიჩის ახლა უფრო მეტი უფლებამოსილება ექნება ტურინულ გრანდში:
“მაქსიმუმს ვიზავ რათა დირექტორთა საბჭოს ნდობა გავამართლო. აქ უკვე მეცხრე წელია რაც ვიმყოფები და თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ..
ჩემი მიზანი კლუბის ამბიციებს ემთხვევა, რომელსაც გამარჯვება სისხლში აქვს გამჯდარი. ამიტომაც სეზონიდან სეზონამდე ორიენტირებული ვიქნები გუნდის გაძლიერებაზე და მის წარმატებაზე თითოეულ ტურნირზე.
ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ჩვენი უმთავრესი სამიზნეა და ვფიქრობ, სრულებით დამსახურებულად მიგვიჩნევენ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.. კლუბმა ამ სტატუსის დასაბრუნებლად ბევრი იშრომა!”
იმედია კარგად იმუშავებ
მაროტა არ უნდა გაგვეშვა გამიტყდა მაგრად საუკეტესო წყვილი იყვნენ ესენი
არადა ეს მაროტამ მოიყვანა იუვეში სამპადან