პიანიჩი გასულ და მოახლოებულ დაპირისპირებაზე
მირალემ პიანიჩი იუნაიტედთან მატჩზე:
“კალიარისთან შეხვედრაში მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს აუცილებელი იყო როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
დაცვის ხაზში პრობლემები? მერწმუნეთ ალეგრი ყოველ საწვრთნელ სესიაზე გვეუბნება, რომ დაცვის ხაზს აქტიურად დავეხმაროთ. ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება გვმართებს.
ნაპოლი და ინტერი ასეთი კონკურენციისთვის შექებას იმსახურებენ.. ისინი სკუდეტოს იოლად ნამდვილად არ დაგვითმობენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყუროთ გვერდებზე.. მთავარია წინ განვაგრძოთ მოძრაობა.
უკვე ოთხშაბათსვე შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურის განაღდება.. ოლდ ტრაფორდზე ბრწყინვალე დაპირისპირება გამოვიდა და სიმართლე ითქვას უფრო მეტი ბურთის გატანა გვმართებდა.
ჩვენი მთავარი მიზანია სტადიონზე მყოფი ქომაგი გავახაროთ.. ხოლო იუნაიტედი თავის მხრივ აუცილებლად ეცდება რევანშის აღებას”.
პირველივე წამიდან ვიცოდი რომ შეუცვლელი ფიგურა გახდებოდა,არადა მაროტას რა აგინიეს ამის გამო