ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი ცნობები გუნდის ლაზარეთიდან

ტუტოსპორტი იუვენტუსის ლაზარეთზე ახალ ცნობებს გვაწვდის:

ალექს სანდროს ხილვა ფლორენციაში ფაქტიურად გამორიცხულია, რადგან ბრაზილიელმა ვალენსიასთან შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო და მისი მდგომარეობა მომავალ კვირას უფრო დეტალურად შეფასდება.

მატია დე შილიო რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წინ მიიღო მცირე ტრავმა, ახლა თავს უკეთ გრძნობს და არაა გამორიცხული სწორედ მან შეცვალოს სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე მოახლოებულ დაპირისპირებაში.

ფედერიკო ბერნარდესკი უკვე საწვრთნელ ბაზაზეა და მთლიან ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს. იყო პროგნოზი, რომ იტალიელი შემტევი ვალენსიასთან შეხვედრაშივე შეძლებდა დაბრუნებას, მაგრამ მაქსმა არ გარისკა და მას მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე დღე მისცა.

ემრე ჯანის მდგომარეობა უმჯობესდება. გერმანელი ბაზაზეც გამოჩნდა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა, მაგრამ უტოპიაა იმის მტკიცება რომ ნახევარმცველი იებთან იქნება.. უფრო მეტიც.. იტალიელი მიმომხილველების ცნობით ემრე გუნდს 15 დეკემბრისთვის დაუბრუნდება.. შესაბამისად მას არ უნდა ველოდოთ არც ინტერთან და იანგ ბოიზთან შეხვედრებში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

არაფელთან არაა კავშირში მაგრამ ამ მომენტისთვის მე პოზიციებით საუკეთესო ფეხბურთელები მინდა დავწერო.მეკარე – ობლაკი,მცველი-კიელინი,ნახევარმცველი-კანტე,ფორვარდი-მესი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x