ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი ვარიანტი ნახევარდაცვის ზონაში..

ტურინელები აქტიურად განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს შუა ხაზის გასაძლიერებლად:

უკანასკნელ ხანებში კვლავინდებურად გააქტიურდა საუბარი აარონ რემზისთან დაკავშირებით. უელსელს არსენალთან მოქმედი კონტრქტი 2019 წლის ზაფხულში უსრულდება და როგორც ჩანს ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა გაახანგრძლივებს თუ არა მას..

ამის მიზეზი კი ტურინელებთან და მიუნჰენელებთან გამართული მოლაპარაკებებია.. საგულისხმოა, რომ იუვე გერმანელებზე უკეთეს კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა არც ლონდონელებს სურთ მისი დაკარგვა და მზად არიან 4 წლიანი ხელშეკრულება შეთავაზონ, ხოლო სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონი გადაუხადონ..

ბიანკონერი თავის მხრივ თუ ვერ მოახერხებს რემზის გადმობირებას, კიდევ ერთ პოტენციურ თავისუფალ აგენტს ადრიენ რაბიოს მოხიბვლას ეცდება.. რაბიოსთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაციაა.. ფრანგ შუახაზელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულს უმთავრდება და გახანგრძლივებას საერთოდ არ ჩქარობს..

არის კიდევ ერთი ვარიანტი 31 წლის მუსა დემბელეს სახით.. ტოტენჰემის შუახაზელი ბიანკონერისთვის კარგად ნაცნობია, რადგან მათ უბის წიგნაკში დემბელეს ადგილი ყოველთვის იძებდნებოდა. პრობლემა აქ მისი ანაზღაურებაა, რადგან წლიურად ბელგიელი 7-8 მილიონს ითხოვს.. თან ამ ტრანსფერში იუვეს ინტერიც შეეცილება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

მე ამათგან დემბელე მიმაჩნია სწორ ვარიანტად,მარტივი მიზეზი არის ის რომ მოკლევადიანია ეს პერსპექტივაში,იანვარში მოყავთ სხვა ფეხბურთელების ტრამვის გამო.ზაფხულში კი ცენტრალურ ზონაში ტოპ ტრასფერი დაიდება აუცილებლად

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

რა მოხდება ძაან მაინტერესებს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x