ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ფიორენტინასთან დაპირისპირებას მიეძღვნა:

“შეგუებულები ვართ იმ ფაქტს, რომ ფლორენციაში მძიმე შეხვედრა გველის.. გუნდთან რომელსაც შემადგენლობაში ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და რაც მთავარია ორგანიზებულობაც არ აკლიათ. სტატისტიკას თუ შევხედავთ ნათლად დავინახავთ, რომ მათ ჯერ საკუთარ კედლებში მარცხი არ უწვნიათ და იუვესთან დაპირისპირება რასაც წარმოადგენს ფლორენციელთათვის ყველას კარგად მოეხსენება..

მნიშვნელოვანი უქმეებია, რადგან ყველა ლიდერს მძიმე დაპირისპირება ელის.. უნდა გვახსოვდეს, რომ იებთან მატჩი მაშინ დასრულდება, როდესაც მსაჯი ჩასტვეს.. მათ უკან მთელი ქალაქი იდგება და ამიტომაც ცივსისხლიანობა გვმართებს.. მოთმინებით უნდა მივუდგეთ შეხვედრას.. მტკიცე ხასიათია გამოსავლენი და ტექნიკურობა ბურთის კონტროლთან.

შემადგენლობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ოდნავ გადახალისებული იქნება.. ვალენსიასთან საკმაოდ მძიმე 90 წუთი გამოვიარეთ და რიგ მოთამაშეებს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ.. მარცხენა ფლანგზე დაცვის ხაზში საბედნიეროდ არჩევანი გამაჩნია.. სანდრო დიდი ალბათობით არ იქნება, მას კანსელუ ან დე შილიო შეცვლის..

ნახევარდაცვაში დიდი არჩევანი არ მაქვს.. გეტყვით რომ ბენტანკურით ძალიან კმაყოფილი ვარ.. ურუგვაელმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა თამაშის კონტროლთან დაკავშირებით.. ბურთთან ერთად ყოველთვის საიმედოდ მოქმედებდა, მაგრამ გაიზარდა უბურთოთ თამაშითაც.. შესაბამისად იგი მატუიდისთან და პიანიჩთან ერთად მოედანზე ამ მატჩშიც გამოვა..

ემრე ჯანმა უკვე სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.. ვარაუდობ რომ სკამზე იხილავთ.. მომავალ კვირაში ინტენსიურ საწვრთნელ სესიაშიც ჩაერთვება და უკვე ინტერთან დაპირისპირებისთვის სრულ მზადყონაში იქნება.. მინდა გითხრათ, რომ გამოჯანმრთელდა ბერნარდესკის და მისი ასპარეზობა რეალურია.. მომწონს დუგლას კოშტაც რომელმაც უკანასკნელ ხანებში პროდუქტიული სამუშაო გასწია.

დიბალასთან დაკავშირებით კრიტიკა მესმის.. თითქოს მას შარშანდელთან შედარებით უფრო ნაკლები გოლი გააქვს.. თქვენ გავიწყდებათ ახლა რა პოზიციაზე ირჯება არგენტინელი.. მას ფუნდამენტური როლი აკისრია და ხშირად გამოჰყავს გუნდი რთული სიტუაციებიდან.. დიბალა იმდენად ტექნიკურია, რომ მისი გამოყენება მოედნის ყველა პერიმეტრზეა საჭირო.. გოლები იქნება, მაგრამ პირადად მე კმაყოფილი ვარ მისი ასპარეზობით, რადგან არგენტინელი საოცარ სამუშაოს ასრულებს!

რონალდუს დასვენება არ უთხოვია.. პორტუგალიელი ჩინებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებშია.. იგი თამაშიდან თამაშამდე უმატებს! ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ რაღაც პერიოდს, როდესაც კრიშტიანოს დასვენების საშუალებას მივცემთ.. შემადგენლობა საბედნიეროდ ამის საშუალებას ნამდვილად მოგვცემს.

ვალენსიას შემდეგ წავიკითხე თითქოს პიანიჩი გადაიღალა და აღარ არის ეფექტური.. დიახ, შესაძლოა ეფექტური არ იყოს, მაგრამ ახლა სამი დღე ჰქონდა ძალების აღსადგენად და ვნახოთ, როგორ კონდიციაში იმყოფება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სამწუხაროდ ტრავმების ფონზე შუახაზში დიდი არჩევანი არ გამაჩნია.

მიზანი მარტივია.. საკუთარ თავს ყოველდღიურად უფრო მეტს უნდა ვთხოვდეთ. მართალია ახლა ყველაფერი კარგად ვითარდება, თუმცა ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ! მთავარია მარტს ოპტიმალურ კონდიციებში მყოფები შევხვდეთ. მოკლე ვადიან მარათონში ჩვენი მიზანი არის 20 დეკემბერს პირველ პოზიციაზე ვიყოთ.. იმედი მაქვს, რომ ეს დიდი ქულათა სხვაობით მოხდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x