ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოიუვეს შეფასებები

გთავაზობთ ტუტოიუვეს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6 – ამ საღამოს მას რაღაც არაორდინალური არ გაუკეთებია, მაგრამ თითოეულ ეპიზოდში, როდესაც ჩართვა მოუწია მუდამ დიდი ყურადღებით მოქმედებდა.. კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში!

დე შილიო – 6.5 – მის წინააღმდეგ ამ საღამოს სხვადასხვა მოთამაშე იდგა, მაგრამ შედეგი ამით არ იცვლებოდა.. თითქმის ყველა ორთაბრძოლაში იტალიელი მცველი შეუცდომლად ირჯებოდა და არავის არ აძლევდა გაქანების საშუალებას. ნაყოფიერი თამაში მატიას შესრულებით

ბონუჩი – 6 – იყო ორი ეპიზოდი, როდესაც საკუთარი ზონის დაკეტვა “დაავიწყდა” მაგრამ საბედნიეროდ მეტოქემ ვერ მოახერხა ამით სარგებლობა.

კიელინი – 7 – ნამდვილი კაპიტანი.. მტრულად განწყობილ არენაზე მოქმედებს როგორც ლიდერი.. დაცვაში უშეცდომოა და როდესაც გუნდს შეტევაში დამატებითი ძალები დაჭირდა, იგი ჩაერთო და გოლიც გაიტანა!

კანსელუ – 6.5 – მის რიგ მოქმედებებს ფლორენციელები ვერაფერს უხერხებდნენ.. ნორმალურია დაცვაში და ეფექტურია შეტევაში.. ერთი სიტყვით დიდი თავისტკივილი იყო იების მოთამაშეებისთვის.

კუადრადო – 6.5 – კოლუმბიელი მეცალას პოზიციაზე დგება და ცდილობს გუნდს ნახევარდაცვაში გაჩენილი პრობლემები მეტ-ნაკლებად მაინც გადაუჭრას.. საგულისხმოა, რომ უფრო მეტ დროს მაინც მარჯვენა ფლანგზე ატარებს, რაც ალბათ მწვრთნელის ჩანაფიქრია.. საერთო ჯამში ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ იყო ეპიზოდები როდესაც ზედმეტად ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ღებულობდა.

ბენტანკური – 7 – გიგანტი ურუგვაელი რომელიც საკუთარ გზაზე არავის ინდობდა.. ჯერ იყო და ნახევარდაცვაში თავისუფალი ზონები გადაკეტა, ხოლო შემდეგ დაცვასა და შეტევას შორის ნამდვილი ხიდის ფუნქცია შეასრულა.. გოლი? იდეალური დარტყმა!

მატუიდი – 6 – ისეთი დიდი სამუშაო გასწია მინდორზე, რომ შეტევაში თუ ნაკლებად ეფექტურად ერთვებოდა უბრალოდ დავიწყებას უნდა მიეცეს.. ფრანგი ყველგან იყო სადაც გუნდს ესაჭიროებოდა და იებისთვის გადაულახავ ბარიერად დარჩა.

დიბალა – 6.5 – როგორც ჩანს არგენტინელი ეგუება ახალ როლს და უნდა აღვნიშნოთ ეხმარება ბენტანკურს გოლის გატანაში.. კარგად მოქმედებს.. რაც მთავარია გუნდისთვის არაფერს იშურებს.. იყო შორეული დარტყმაც, რომელიც მეკარისთვის იოლი ნადავალი ნამდვილად არ ყოფილა.

რონალდუ – 6.5 – შესაძლოა არ იყო ზედმეტად ფანტასტიკური, მაგრამ საკმარისია ბურთი მიიღოს და ფლორენციელები ტერორში არიან.. შორეული დარტყმები, ცრუ მოძრაობები გასაგებია.. მაგრამ გუნდზე მომუშავე რონალდუ კიდევ უფრო საინტერესო სანახავია.. ბოლოს 11-იანიდან იტანს გოლს და წერტილს უსვავს ფლორენციელთა ტანჯვას.

მანჯუკიჩი – 6 – მეომარი.. დაჭირდა მარიო გუნდს მარჯვენა ფლანგზე? დიახ, ის იქ არის.. დაჭირდა იგი მარცხნივ? მარიო აქ არის.. დაცვაში? რაზეა საუბარი სუპერ მარიო ბონუჩი-კიელინის გვერდითაა.. რომელი მწვრთნელი იტყვის ასეთ შრომისმოყვარე ფეხბურთელზე უარს?

ალეგრი – 7 – რაო? ფიორემ სახლში თამაში არ წააგო? რა პრობლემაა! ალეგრიმ პიოლის საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.. როცა დაჭირდა მოუტამა და შეუტია.. როცა ამოსუნთქვა იყო საჭირო უკან დაიხია, მაგრამ მეტოქე სტუმრად გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Koln
6 years ago

შესნის მეტი ეკუთვნის აშკარად

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x