ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი მადრიდულ ეპიზოდზე, იუვეზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე

ჯანლუიჯი ბუფონი ყოფილ და ამჟამინდელ ყოფაზე საუბრობს:

“იუვენტუსი მენატრება, მაგრამ იკარდი ნამდვილად არა.. იმედი მაქვს მის წინააღმდეგ თამაში აღარ მომიწევს, რადგან ფაქტიურად ყველა შეხვედრაში გამიტანა გოლი..

ვერ ვიტყვი, რომ იუვენტუსი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ფაქტია მას ჩემში დიდი ადგილი უკავია.. ბოლოს და ბოლოს აქ 20 წელიწადი გავატარე და თითოეული წამი იყო დიდი შრომის შედეგი, რომელიც კლუბისთვის გავიღე.

ეპიზოდი რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე მოხდა, იყო ემოციური თუმცა მას ჩემში ვერ ჩავახშობდი.. დიახ, იგი არ იყო მოსაწონი საქციელი მაგრამ წარმოიდგინეთ მქონდა რეალური შანსი წლების შემდეგ შვილიშვილებისთვის მომეყოლა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე 0-3 დავატრიალეთ.. ასეთი რამ კი აქამდე არავის გაუკეთებია.. დარწმუნებული ვარ ბევრად გამოცდილი მსაჯი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

იუვედან წასვლა? ანიელისთან ერთად მეგობრულ ატმოსფეროში ვისაუბრეთ.. იუვენტუსის კაპიტნის სამკლაური კი ფასობს ძვირად, თუმცა დადგა დრო როდესაც სხვადასხვა გზებით უნდა წავსულიყავით..

სიმართლე გითხრათ აქტიურად ვფიქრობდი კარიერის დამთავრებაზე, რომ არა ევროპული ტოპ კლუბი.. მხოლოდ ეგზოტიკური ქვეყნებიდან წამოსულ შეთავაზებებზე არც კი ვიფიქრებდი ისე ჩამოვკიდებდი ბუცებს ლურსმანზე.. მაგრამ ფრანგები ჩემზე მაისშივე გამოვიდნენ და ძალიან საინტერესო წინადადებით მომართეს.

არასტანდარტული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, მაგრამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი.. მთავარია იუვენტუს პოზიტიურ ნოტაზე დავემშვიდობე, როგორც ეს თავად მსურდა და ალბათ სხვებსაც.. ზედიზედ შვიდი სკუდეტო მოვიგე ეს კი ადვილი არ არის.. მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე ძლიერი ხარ.. გამარჯვებებს ფსიქიკური დაღლილობაც მოაქვს.

ჩემთვის დადგა დრო ეს დასრულებულიყო.. იუვენტუსი სავარაუდოდ გრძნობდა, რომ სხვა ფეხბურთელებიც წასვლას მოისურვებდნენ და მათ დარჩენას, მხოლოდ რონალდუს ტრანსფერი თუ მოახერხებდა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x