ტუტოსპორტი:”პოგბა გუნდს უკვე იანვარშივე დატოვებს”
პოგბას წასვლაზე ინფორმაციები უფრო და უფრო მატულობს:
ურთიერთობა მასსა და მოურინიოს შორის იმდენად გაუცხოვდა, რომ ძნელად წარმოსადგენია იანვრის შემდეგ პოგბას კვლავ იუნაიტედის ფერებში გამოწყობილი ვიხილოთ, როგორც ამას ტუტოსპორტი გვეუბნება..
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ორ უკანასკნელ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა.. საუბარი არის არსენალთან და ფულჰემთან გამართულ დაპირისპირებებზე..
მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში ფრანგმა 5 გოლის და 4 საგოლე გადაცმის გაკეთება მოახერხა..
იუვენტუსს არ დაუმალავს, რომ ფრანგის დაბრუნება სურს, თუმცა გასათვალისწინებელია ფინანსური ასპექტი როგორც თავად ტრანსფერის ასევე პოგბას პირადი კონტრაქტის.. ნებისმიერ შემთხვევაში პარატიჩი ამ ვარიანტს აქტიურად განიხილავს და კლუბი გამართავს წითლებთან მოლაპარაკებებს.
კონკურენციას შავ-თეთრებს ინტერი და ბარსელონა გაუწევენ.. ორივე მათგანს სურს მოედნის შუა ხაზში ასეთი ფიგურის გაფორმება, მაგრამ როგორც პოგბას გარემოცვიდან მოდის ინფორმაცია, მისი არჩევანი იუვეა და იგი მაქსიმალურად ეცდება შავ-თეთრთა რიგებში დაბრუნებას.
კარგი მიმოხილვაა,მადლობა ძმაო
https://www.youtube.com/watch?v=RTOUzcT8P1w
საინტერესო მიმოხილვაა იუვე-პრინტერის
მე კიდე გაკვივრებული ვერ ვხვდები რათ უნდათ გააძლიერებს კი რამით კიდე იუვეს
მეც გაორებული ვარ)) მარა ფაქტია რო გვჭირდება ცენტრში. დარწმუნებული ვარ, რო აქ ისევ ისე ათამაშდება. თან ალეგრისთან მემგონი ყველაზე მაგარი ურთიერთობა ამას ქონდა. ბონუჩის დაბრუნება გადავიტანეთ და ამის თავის დროზე ტინგიცსაც გადავაგორებთ როგორმე)) გვჭირდება რაა!
გაორებული ვარ ამასთან დაკავშირებით,ზუსტად არ ვიცი მიხარია თუარა მისი დაბრუნება,მე უფრო სავიჩისკენ ვიხრები.ამ დაბრუნებების არ მწამს რა.სავიჩი დე ხეა და ზიდანი და არავინ წავიდეს(ხედირას და მაქსის გარდა)