პიაცა ტურინში შესაძლოა იანვარშივე დაბრუნდეს..
რთულ ამბებშია მარკო პიაცა:
ტრავმის შემდეგ ფეხბურთელმა ვერა და ვერ აღიდგინა ფორმა, რის გამოც არენდით ჯერ შალკეში გადაბარგდა, ხოლო შემდგომ ფიორენტინაში..
იებში ხორვატი შემტევის საქმეები მაინც და მაინც კარგად არ ვითარდება.. იებს აქვთ მისი გამოსყიდვის უფლება, მაგრამ როგორც ჩანს საქმე სხვაგვარად განვითარდება..
კერძოდ იებს მისი გამოსყიდვა კი არა, ვადაზე ადრე ტურინში დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილით.. შესაბამისად, არ არის გამორიცხული პიაცა ტურინში უკვე იანვარში გადავიდეს..
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბიანკონერის კინის არენდით გასხვისება აქვს გადაწყვეტილი, არაა გამორიცხული პიაცა მის ნაცვლად აღმოჩნდეს ტურინელთა სათადარიგოთა სკამზე მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე.
ძალიან კარგი იქნება თუ ისევ ტურინში დააბრუნებენ ჩვენთან უფრო მოიხოდება
ერთ შანს კიდე იმსახურებს
ფსიქოლოგიურად გაუჭირდა მაგრა ტრამვის მერე, თორემ ფიზიკას და ტექნიკას ვერ დაუწუნებ.
დააბრუნონ, იქნებ რამე ეშველოს.
ჩემი აზრით,ძალიან ნიჭიერი იგროკია,ტრამვამ შეაჩერა პროგრესი მაგრამ შეუძლია გადატვირთვა,მე გამიხარდება თუ მოვა და დატოვებენ გუნდში
იტალია არაა ამის საქმე გაა*მევინეთ ისევ ზაგრებში