ცნობილია იტალიის თასის 1/8 ეტაპის თარიღი
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ იტალიის თასის მატჩების თარიღი გამოაქვეყნა:
იუვენტუსი 1/8 ფინალიდან ჩაერთვება ტურნირში და იგი სტუმრად ბოლონიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება.
ასევე გასვლაზე მოუწევს უძლიერესის გარკვევა მილანს, რომელიც გენუაში სამპდორიას შეხვდება.. ლაციო შინ ნოვარას უმასპინძლებს, ხოლო რომა სერია ც-ს გუნდ ვირტუს ენტელუს, ასევე შინ ოლიმპიკოზე დაუხვდება.
იტალიის თასი 1/8 ეტაპი
შაბათი 12 იანვარი
ბოლონია – იუვენტუსი
ლაციო – ნოვარა
სამპდორია – მილანი
კვირა 12 იანვარი
ინტერი – ბენევენტო
ნაპოლი – სასუოლო
ტორინო – ფიორენტინა
ორშაბათი 14 იანვარი
კალიარი – ატალანტა
რომა – ვირტუს ენტელა