ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს

ტუტოსპორტი სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს:

მატჩი თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება და იგი სტადიო ოლიმპიკოზე შედგება..

რაც შეეხება საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას.. კარს მატეა პერინი დაიცავს.. ახალგაზრდა იტალიელს საკმაოდ საპასუხისმგებლო შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და ვნახოთ როგორ გაართმევს იგი თავს.. ეს თავად ალეგრიმ განაცხადა, რომელმაც პრეს-კონფერენციის ბოლოს ირონიოლად განაცხადა:”არავის არ უკითხავს, მაგრამ თავადვე გეტყვით რომ კარს პერინი დაიცავს”..

დაცვის ხაზში პრობლემებია და კერძოდ მარჯვენა ფლანგზე.. კანსელუ და კუადრადო მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ.. პორტუგალიელს მენისკზე გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია.. კუადრადოს მდგომარეობა ჯერ კიდევ შესაფასებელია და არაა გამორიცხული გამორიცხული ქირურგიული ჩარევა მასაც დაჭირდეს.

შესაბამისად ფლანგებზე დღეს უნდა ველოდოთ ყველა ვარიანტში დე შილიოს და სანდროს.. რატომ არა სპინაცოლას? მასსზე ალეგრიმ განაცხადა, რომ მართალია კარგად არის მაგრამ.. მეტი არც არაფერი.. არაა გამორიცხული მატჩის მიმდინარეობისას გამოჩნდეს მოედანზე, გააჩნია როგორ წარიმართება მოვლენები.

ცენტრში კიელინი ბრუნდება და დიდი შანსია რომ ბონუჩისთან მხარდამხარ იყოს.. რუგანი და ბენატია კი სკამზე დარჩებიან..

შეშლილმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ კითხვის ნიშანი მაქვს მარჯვენა ფლანგზეო.. კოშტა ან ბერნარდესკიო.. მაგრამ ტუტოსპორტი პროგნოზირებს, რომ სკამზე ორივე მათგანი დარჩება, ხოლო სასტარტოში ერთბაშად სამი ცენტრალური შუახაზელი იქნება.. საუბარი არის ემრე ჯანზე, პიანიჩზე და მატუიდიზე..

შემტევი ტრიო კი უცვლელია.. დიბალა ფანტაზისტას პოზიციაზე, ხოლო გამოკვეთილი ორი ფორვარდი რონალდუ-მანჯუკიჩი იქნებიან..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

აბე ბიჭებო ნიჩიას ვერ გაპატიებთ დერბში უეჭველი მოგება

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

კარგია ის რომ პერინი იქნება ასეთ თამაშებში უნდა აჩვენოს კლასი,მე შენსნის არაფელს ვერჩი პროსტა ტოპი მინდა იუვეში,ზამენაზე კი პერინი კარგია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x