ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტუტოიუვეს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

პერინი – 6.5 – ყველას დაუმტკიცა, რომ ტურინულ დერბის არ შეუძლია მასსზე რაიმე წნეხის მოხდენა. ბელოტის ეპიზოდზე საკმაოდ კარგია და საერთოდაც, პოზიციას ყოველთვის კარგად არჩევს და ასპარეზობს საკმაოდ დამაჯერებლად! ბრავო მატია!

დე შილიო – 6 – შეიძლება 100%-ით ზუსტი არ იყო, მაგრამ 90%-ზე მეტი მისი მოქმედებები იყო სწორი და გააზრებული. დაცვაში ფაქტიურად კეტავს ყველაფერს და შეტევაშიც, აქტიურად ცდილობდა პარტნიორებისთვის დახმარების ხელის გაწვდენას.

ბონუჩი – 6.5 – როდესაც გუნდს სჭირდებოდა, იგი მირბოდა წინ და მეტოქეზე ზეწოლას ახორციელებდა.. სხვათაშორის მის პრესინგს მოჰყვა ძაძას შეცდომა, რომელიც საბოლოო ჯამში მანჯუმ კარგად გამოიყენა. სხვა მხრივ უკანახაზში უშეცდომოდ ირჯება.

კიელინი – 7 – დაიწყო თუ არა შეხვედრა ჯორჯონემ ბელოტის ბურთი ჩააბარა და სწორედ აქ გაიყინა ალბათ ყველა იუვენტინო.. მაგრამ ეს იყო პირველი და ბოლო დაუხედავი გადაწყვეტილება კაპიტნის შესრულებით.. შემდეგ მან საიმედოდ ჩაკეტა ანდრეა და თუ რომელიმე სხვა მის ზონაში ხვდებოდა არც მას ადგა კარგი დღე.. მაგალითად ძაძას..

ალექს სანდრო – 6.5 – კანსელუს არ ყოფნაში მარჯვენა ფლანგზე, ბუნებრივია ტურინელები უფრო მეტად მარცხენა ფლანგისკენ იწეოდნენ.. ბრაზილიელიც ხშირ შემთხვევაში არ იყო ამის წინააღმდეგი და საინტერესო ქმედებებს ახორციელებდა..

ემრე ჯანი – 6.5 – ცოტაოდენ ქაოტურად ირჯებოდა, რაც გასაგებია იმ გრძელვადიანი პაუზის შემდეგ რაც მას ტრავმის გამო ჰქონდა.. არასწორია გადაცემებში, მაგრამ ეფექტურია ინდივიდუალურ მოქმედებებში.. მეორე ტაიმში უფრო მეტად ორთაბრძოლებში ჩართვა მოუწია, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მთავრდებოდა..

პიანიჩი – 6 – შესაძლოა მირალემისგან ექსტრაარაორდინალურ გადაცემას ველოდებით, მაგრამ.. ამ სარამოს პიანიჩი შავი სამუშაოთი დაკავდა.. როცა გუნდს უჭირდა, იგი უმალ ჩნდებოდა იმ ზონაში და მარტივი გადაწყვეტილებით ხსნიდა რთულ ამოცანებს.

მატუიდი – 6.5 – პრესინგი, ბურთის ჩაჭრა, კონტრ შეტევებში აქტიური მონაწილეობა.. ფრანგი არის მძიმე საბრძოლო ჯავშან-მანქანა, რომელიც აზოტის ამაჩქარებელი უყენია.. იგი არავის არ ინდობს და მუდამ მზად არის საბრძოლველად..

დიბალა – 6 – პირველ ტაიმში უშედეგოდ ცდილობდა დუეტის პოვნას.. ხშირ შემთხვევაში მარტო იკვლევდა გზას.. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და პარტნიორები მზად იყვნენ დახმარებოდნენ.. კარგი თამაში და მშვენიერი ბრძოლა!

მანჯუკიჩი – 6.5 – პენატლი მან მოიპოვა.. გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარის გამო არ ჩათვალა.. თუმცა, ეს ყველაფერი მეორე ტაიმში.. იკითხავთ ალბათ რა ხდებოდა პირველში? არც არაფერი.. მძიმედ მოძრაობდა და ბურთს ზედმეტად აჩერებდა.. მაგრამ მარიო ბრძოლიდან არ ერთვება.. იგი სულ ეძებს საჭირო პოზიციას და სწორედ მის აქტიურობას უნდა უმადლოდეს იუვე ამ სამ ქულას..

რონალდუ – 7 – დიახ, გოლი მან გაიტანა.. პირველ ტაიმშიც შეეძლო მაგრამ ტრავმირებულმა სირიგუმ ასე არ ინება.. ბურთის მიღებისთანავე მის წინ სამი ტურინელი ჩნდებოდა.. არასდროს არ ნებდება და მუდამ გოლზეა დაგეშილი.. მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ პარტნიორებზეც გადადის.

ალეგრი – 6 – გამარჯვება.. დიახ, ნაკლებად ეფექტური თამაშით, მაგრამ როგორც მაქსმა თქვა:”ახლა მნიშვნელოვანი ქულებია და არა თამაშის ხარისხი”..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juves eqsperti
Juves eqsperti
5 years ago

Wyaro mainteresebs am uazro shepasebas vin aketebs))? Tqvenit moipiqret es mcire shepaseba tu vinme avtoritetuli gamocema gaqvt gadatargmnili? Detalebshi ar sheval mezareba ar msurs da albat verc gamigebt)) bevri lapsusia! Mxolod erts vityvi kristianos 7 da mandzukichis 6.5 ra …..)

dato777
dato777
5 years ago

გილოცავთ :forza: :forza: :forza: :forza:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

საბოლოოდ მართლა გამარჯვებაა მთავარი ,გილოცავთ ყველას.ადმინებს მადლობა გაწეული სამუშაოსთვის

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

აბა რა ძმაო გამარვებულის გასამართლება არ შეიძლება მეც გილოცავ და ვულოცავ ყველას რაც შეეხება საიტის ადმინტრაციას მადლობა კი არა რავი ესენი რასაც აკეთებენ პროსტა რავი ყველა ჯიგრებია რა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x