იტალიაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდი უცვლელი დარჩა
ლეგა სერია ა-ს გუშინ უნდა გადაეწყვიტა შემცირდებოდა თუ არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი:
მათი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ არსებული გრაფიკი ორ კვირამდე შემცირებულიყო..
თუმც, კლუბების წარმომადგენლებმა ხმათა უმრავლესობით არ მიიღეს შემცირების იდეა და შესაბამისად სატრანსფერო ფანჯარა გაიღება 1 იანვარს და დაიხურება 31 იანვარს.