ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი განრისხებულია დე ლაურენტისის განცხადების გამო

დე ლაურენტისის ბრალდების შემდეგ, რომელიც კვლავინდებურად მსაჯის თემას უკავშირდებოდა, ალეგრის წყობილებიდან გამოყვანა გამოიწვია:

“მოდით მატჩზე ვისაუბროთ, რადგან ჩემს მოთმინებას საზღვარი მართლაც აქვს და ის ახლა პიკზეა მისული! ბიჭების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, რადგან შეხვედრა იმ გუნდის წინააღმდეგ გავმართეთ, რომელიც საკმაოდ გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს და შინ მათი გატეხვა უკვე არაერთი სეზონია გვიჭირს.

თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ბუნებრივია კმაყოფილი ვარ.. ჩვენ სტუმრად ვმარცხდებოდით 10 კაცით.. ჯერ გათანაბრება მოვახერხეთ, ხოლო შემდგომ გამარჯვების მოპოვებასთანაც ახლოს ვიყავით.. აი ბანტის მუშაობაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ!

იგი კარგად გაუძღვა მატჩს და ყოველთვის ვცდილობ რაც არ უნდა მოხდეს მთავარი მსაჯის კომპეტენციაში არ ჩავერიო.. შეხვედრა 90 წუთისგან შედგება, სადაო ეპიზოდები კი მუდამ იქნება.. აუცილებელია სათამაშო დროის უმეტეს ნაწილში ისე მოიექცე, რომ კითხვის ნიშნები არ გააჩინო გამარჯვებასთან დაკავშირებით.

შაბათს ჩვენ ხომ გავიმარჯვეთ? ვაჩვენეთ დაბალანსებული მატჩი და კონტროლს სადავეები არ გაქცევია.. მაგრამ ამაზე არავის არაფერი არ უთქვამს.. რატომ? აღარ შეიძლება ამ ყოველივეს მოთმენა! იტალია ვერ გაცდება ამ ყოველივეს თუ რეალურად არ იმსჯელების პროცესების შეცვლაზე.. ასეთ ვითარებაში კი მე საერთოდ არ მსურს აპენინურ ფეხბურთში რაიმე უკეთესობისკენ შევცვალო! უბრალოდ მეცოდება აქაურობა.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ იტალიაში არავის არ გვსურს საფეხბურთო კუთხით უკეთესები გავხდეთ! ეს პრობლემაა, რომელიც ვერა და ვერ გადაიჭრა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რეალისტი 100%

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გატუზოს მ…ნ სულყველაფერი და იგუაინს ზემოდან! რა ბილეთი გამიფუჭეს ამ წყალწარებულებმა. მაგის ფეხი აღარ ვნახო აქ!) ნაXუი გაანათხოვრეთ ფროსინონეში გაისად)

რ ე ა ლ ი ს ტ ი

მართალია ეს კაცი. იტალიური ფეხბურთი ქართულ პოლიტიკას გავს ერთი-ერთში , ანუ აზროვენებაა ასეთი, “მე თუ არ ვარ ცხრილის სათავეში (ხელისუფლებაში) დედა მოსტ..ია აქაურობასო.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x