ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიხტის ტრანსფერის პროცესი პოზიტიურად ვითარდება

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მოლაპარაკებები დე ლიხტის ტრანსფერზე პროდუქტიულად ვითარდება:

ცოტახნის წინ მილანში ერთმანეთს მინო რაიოლა, ფაბიო პარატიჩი და ფრენკ დე ლიხტი შეხვდნენ..

ბუნებრივია საქმე ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს ეხებოდა, რომელმაც ბოლო პერიოდში საკუთარი პერსონის მიმართ დიდი ყურადღება მიიპყრო.

აიაქსის და ახლა უკვე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების სასტარტო წევრის სანაცვლოდ ბიანკონერი მზად არის 70-80 მილიონი გაიღოს, ხოლო თავად ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი და სეზონში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

რაიოლა პოზიტიურად აფასებს მოლაპარაკებებს და ახლა საქმე უკვე თავად კლუბზეა.. თავის მხრივ არც ამსტერდამელები არიან უარზე.. იუვე უკვე გასულია მათთან კონტაქტზე.. პარატიჩიმ ჰოლანდიელ კოლეგებას აცნობა, რომ ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული..

საგულისხმოა, რომ ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ არსებულ გარიგებაში მოიზეს კინის კონტრაქტი სრულად ჩართონ.

თავის მხრივ აიაქსისთვის აღნიშნული შეთავაზება საინტერესოა, რადგან ახალგაზდა ფორვარდს დადებითად აფასებენ.. თავად რაიოლაც წინააღმდეგი არ არის, რადგან მოიზესთვის პროგრესირების კუთხით ამსტერდამული გრანდი უდაოდ მისასალმებელია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კინის კონტრაქტის სრულად დათმობა დელიხტის გულისთვის ამ ეტაპზე აფსურდულად მეჩვენება. კინი იმდენად პროდუქტიული ფეხბურთელია, რამდენადაც ბენტაკური არის. აქ ლაპარაკი შანსის მიცემაზეა, მაგრამ თამასა იმდენადაა აწეული ჩვენი თავდასხმის ხაზში, რომ საეჭვოა 3-4 სეზონის განმავლობაში კინდა სასტარტო ადგილი მოიპოვოს იუვენტუსში. 2-3 წლიანი არენდა აიაქსში იქნება იდეალური, იმის გათვალისწინებით, რომ აიაქსი სულ ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და დინამიურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x