ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი ალეგრის კომენტარსა და მატჩზე..

ჯორჯო კიელინი სქაი სპორტთან საუბარში რამდენიმე თემას შეეხო:

ალეგრის განცხადებები იყო მკაფიო და ვფიქრობ დამატებას არ საჭიროებს.. ფქტია, რომ თუ მთელი გულით გვსურს ჩვენი ფეხბურთი უკეთესობისკენ შევცვალოთ, მაშინ უმჯობესია გაწონასწორებული კომენტარი გავაკეთოთ.. ეს საწყისია, რასაც ბუნებრივია უკვე ქმედებები უნდა მოსდევდეს..

პირადად მე შეცდომების აღიარების არასოდეს მრცხვენია.. ეხება ეს თამაშის მსვლელობის დროს დაშვებულს თუ მოედნის მიღმა.. წინდაუხედაობა დაუშვებელია, მითუმეტეს კარგად მაქვს გაანალიზებული, რომ ჩემს ასაკში სხვაგვარი მოქმედებებია საჭირო.. მსურს ვიყო მისაბაძი – არის ძალიან კარგი სურვილი, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი მუშაობა საკუთარ თავზე..

ალეგრი მართალია ამ შემთხვევაშიც და ზოგადადაც.. მწვრთნელთან რაიმე სახის პრეტენზიაზე საუბარი უადგილოა.. როგორც უკვე გითხარით მისი კომენტარი მკაფიო იყო და არ საჭიროებს ჩემგან, რომელიმე თანაგუნდელისგან დამატებით ახსნა განმარტებას.

ატალანტასთან ერთი წამითაც კი არავის არ გვიფიქრია, რომ იოლი დაპირისპირება გველოდა.. არც მაშინ როდესაც 1-0 წავიყვანეთ და არც მაშინ როდესაც ბენტანკურის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.. ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურად მაღალ დონეზე მომზადებული და ტაქტიკურად განსწავლული გუნდია.. მუდამ გვიჭირდა და ახლა რატომ უნდა გვეფიქრა, რომ მათ მარტივად გადავუწყვიტავდით ყველაფერს?

10 კაცით დარჩენილებმა ყურები არ ჩამოვყარეთ, ხოლო რონალდუ რაოდენ მნიშვნელოვანია გუნდისთვის დღესაც დამტკიცდა. მას დიდი თავდაჯერებულობა მოაქვს, რაც გადამწყვეტ მომენტში წარმატების მთავარი გარანტია.. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრაში ერთი ქულა მოვიპოვეთ და არა ორი დავკარგეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ჯორჯო საუკეთესოა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x