იტალიური მედია:”რემზი სამედიცინო შემოწმებას კვირას გაივლის”
იტალიური მედიის ცნობით რემზი სამედიცინო შემოწმებას უკვე კვირას გაივლის:
რამდენიმე წყაროს მტკიცებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და უელსელს ტურინში უკვე კვირასვე ელიან..
დიახ, უკვე კვირას ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას J Medical-ის ცენტრში გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან ოფიციალურად მოაწერს 5 წლიან კონტრაქტს ხელს.
რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია ახლა ამის თქმა საკმაოდ რთულია, რადგან ბბს-ის ცნობით მხარეები კი ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, მაგრამ ჯერ ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში არამარტო იტალიური, არამედ სხვა გავლენიანი ევროპული მედიის ფურცლებზეც შევხვდებით ცნობებს, რომლის თანახმადაც რემზი ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება ტურინულ გრანდს, რომელიც მას წლიურად 6.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
კარგი გადაწყვეილებაა, ჩემი აზრით იუვეს მოუხდება ესეთი ფეხბურთელი, უნივერსალურია..
ამ ზამთარში სულ არაფერს, ჯობია მოვიდეს ჰაა ჯანდაბას) პროსტა ზაფხულში რო მარტო ეს იყოს მთავარი ტრანსფერი, მაგრათ გატეხავს)) იმედია ეგრე არ მოგვექცევა ანიელი)
ეს ბიჭი მაგრად გამოადგება იუვეს ამას ყველა დავინახავთ სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობს რაც კარგი და მისასალმებელია ამის ალბათ ხედო წავა ამ ზაფხულს როგორც თვითონ საუბრობდა პრემიერლიგაში სავარაუდოდ