ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”რემზი იუვესთან კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს”

ტუტოსპორტის მტკიცებით აარონ რემზი იუვენტუსთან კონტრაქტს ხელს მიმდინარე კვირასვე მოაწერს:

თავად ხელშეკრულება ორივე მხარის მიერ არის სრულად გავლილი და დამოწმებული. ერთადერთი რაც მას აკლია, არის თავად უელსელი შუახაზელის ავტოგრაფი.

ახალი ცნობების თანახმად აარონი ტურინში წლიურად 7.5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით.

სხვათაშორის თუ ავტორიტეტულ ტურინულ გამომცემლობას დავუჯერებთ, ბიანკონერი ერთხელაც ეცდება ლონდონელებთან საერთო ენის გამონახვას და მის იანვარშივე გაფორმებას..

თუმცა ტრანსფერის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონის გადახდა მოუწევს, რაზეც დიდი შანსია იტალიელებმა უარი განაცხადონ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x