ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დავიდსი იუვეზე, იგუაინზე, მატუიდიზე და რასიზმზე..

ბიანკონერის ექს შუახაზელმა ედგარ დავიდსმა ბიანკონერიში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

“სიმართლე გითხრათ გუშინდელი მატჩისთვის თვალყური არ მიდევნებია, მაგრამ რომ გითხრათ შედეგმა გამაკვირვათქო მოგატყუებთ.. მილანში ახლა ის პროცესებია, რომელიც თავის დროზე იუვეში მიმდინარეობდა..

როგორ უნდა გადალახოს როსონერიმ აღნიშნული პროცესი? ვფიქრობ მალდინიმ, გატუზომ და ლეონარდომ ყველაფერი უკეთ იციან.. პიატეკზეც ვერაფერს მოგახსენებთ.. საერთოდაც იგუაინი კარგი ფორვარდია რომელსაც ნამდვილად შეუძლია მეტად მომატება..

როდესაც თავდაპირველად შევიტყვე, რომ არგენტინელმა იუვე დატოვა გარკვეულწილად შიშის გრძნობა დამეუფლა, რადგან ვიფიქრე რომ გუნდმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მსგავსი კალიბრის მოთამაშე ხელიდან გაუშვა.

იუვე თავის მხრივ საოცარ სამუშაოს ასრულებს.. მათი მოქმედებები წლიდან წლამდე აღფრთოვანებას იწვევს.. დიახ, მათ ახლა კარგი შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ, მითუმეტეს რონალდუსთან ერთად რომელსაც საოცარი თვისებები გააჩნია.. პორტუგალიელს ყველაფერთან ერთად თავდაჯერებულობა მოაქვს და მასთან ერთად გუნდიც თითქოს დაუმარცხებელი ხდება.

ხშირად მეკითხებიან თუ რომელი ფეხბურთელი მგავს ახლა.. რთული საკითხია, მაგრამ ერთს მაინც გამოვარჩევ.. ბლეზ მატუიდი.. იგი არასოდეს ნებდება და მზად არის მაქსიმუმი დადოს.. თუ შენს წინ მატუიდი დგას მაშინ პრობლემებს ვერ აცდები.. იგი იოლად არ გაგიშვებს და ბოლომდე იბრძოლებს, რომ ბურთი წაგართვას.. ფრანგი აღფრთოვანებას იწვევს.

რასიზმი? იტალია ჩემთვის მეორე სახლია.. ბედნიერი ვარ რომ ასეთ ადგილას მომიწია კარიერის დიდი პერიოდის გატარება. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად და აუტანლად, თუმცა გარკვეული რასისტული გამოხტომები იყო.. მეორეს მხრივ იტალია უდაოდ არ შედის იმ ქვეყნების რიგში სადაც ეს პრობლემა მტკივნეულია.. არის მცირე ჯგუფი რომლებმაც უნდა შეწყვიტონ ეს მარაზმი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი) პროსტა ბოლოს ძაან გაჭედა)) ყოველ მეორე თამაშში წითელს იღებდა, მარა მაინც უსამართლოდ მოექცნენ. ფაქტია, რო ძაან მაგარი იყო! იმ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. თან ბევრ სხვა გუნდშიც უთამაშია, მარა დღემდე განსაკუთრებით უყვარს იუვე!

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

მატუიდის მთავარი თამაში წინააქვს.გაზაფხულის ბოლოს და იქ უნდა შეჭამოს მოწინააღმდეგე

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x