Sky Sport Italia:”პოზიტიური შეხვედრა იუვესა და ჯენოას ხელმძღვანელებს შორის”
Sky Sport Italia მნიშვნელოვან ცნობებს ავრცელებს იუვენტუსისა და ჯენოას დღევანდელ საქმიან შეხვედრაზე:
მხარეებმა ფაქტიურად შეათანხმეს სტეფანო სტურაროს და კრისტიან რომეროს ბარტერი.
ფაბიო პარატიჩი გენუელთა პრეზიდენტს ენრიკო პრეციოზის შეხვდა და ამ ორი ფეხბურთელის თაობაზე პოზიტიურ შედეგს მიაღწია.
როგორც ირკვევა სტურარო ჯენოაში სეზონის ბოლომდე არენდის წესით იასპარეზებს, ხოლო სეზონის ბოლოს კლუბს მისი 8 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება.
რაც შეეხება ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, როგორც ირკვევა ტურინელები მას მომავალ სეზონში დაიმატებენ, თუმცა ჯერჯერობით არ სახელდება ზუსტად ის თანხა თუ რის სანაცვლოდაც კრისტიან რომერო ბიანკონერის შეუერთდება.
არ უნდა იყოს ცუდი გაცვლა