დი მარციო პიაცასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს ავრცელებს
ჯანლუკა დი მარციო საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:
“შეხვედრა ჯენოას პრეზიდენტ ენრიკო პრიციოზსა და მარკო პიაცას აგენტს ნასტალიჩს შორის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა..
გენუელთა პირველმა პირმა დეტალური გეგმა გააცნო მარკო პიაცას საფეხბურთო წარმომადგენელს მისი კლიენტის თაობაზე..
როგორც ჩანს ხორვატის მხარე მოხიბლულია არსებული ვარიანტით და ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ თანხმობა განაცხადეს ფლორენციის დატოვებაზე..
უახლოეს ხანში ჯენოა მარკო პიაცას არენდით გაფორმებას ოფიციალურად დაადასტურებს.
ჯერჯერობით საქმე 6 თვიან არენდას ეხება, მაგრამ როგორც ირკვევა გენუელებს ექნებათ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება.. თავის მხრივ იუვე საბოლოო კონტრგამოსყიდვას თავის სასარგებლოდ დაიტოვებს.
შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ უახლოესი 6 თვე პიაცასთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ეს ვარიანტი სწორედ პარატიჩიმ გაუჩარხა სათამაშო პრაქტიკის გამო..
სწორედ ამ პერიოდის მანძილზე ექნება იუვეს საშუალება პიაცა რეალურად ნახოს საქმეში და თუ იგი მოახერხებს უწინდებურ საფეხურზე დაბრუნებას, მაშინ დიდია შანსი ახალგაზრდა შემტევი კვლავ ვიხილოთ შავ-თეთრი მაისურით..”
ძმებო რა მაინტერესებს იცით იგუ ჩელსიმ უფასოდ წაიყვანა არენდით თუ რა ხდება??/სრული იმფო ამის შესახებ გაქვთ ვინმეს???ანუ მილანმა ის 18 მილიონი გადაყარა 6 თვეში ასე გამოდის???დაწერეთ რა სრულად თუ ვინმემ იცით???
9 მილიონს მილანი რიცხავს და 8 მილიონს ჩელსი და 32 თუ 36 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვს ჩელსს
რა შუაშია ვისი მომავალი ვისთან არის დაკავშირებული.. რეალურად საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფეხბურთელს, რომელშიც თავის დროზე 25 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა..
მისი ასაკიდან გამომდინარე არის რეალური იმედი რომ დაუბრუნდება ძველ ფორმას.. ფაქტია შალკე არ იყო მისი გუნდი და ვერც ფიორეს მოერგო..
ჯენოა სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით და კლუბის მხრიდან ფეხბურთელებისადმი პოზიტიური მიდგომით, ყველა მხარემ შეიძლება რომ იხეიროს..
რავი რბილად რო ვთქვათ, რთული წარმოსადგენია რო დაბრუნდეს და მითუმეტეს აქ გაქაჩოს ამ კონკურენციაში, თორე კი არაფერს ვერჩი))
რთულია აბსოლიტურად გეთანხმები.. მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება პროგრესირება დაიწყოს იმ დონეზე, რომ აქ კონკურენციის თვალსაზრისით მოიყვანო.. აი მაგალითისთვის ვიტყვი რომ მანჯუკიჩი შეცვალოს 1-2 სეზონში.. რატომაც არა? ) მთავარია მოინდომოს და მცირე გამართლება ჰქონდეს..
მართალი ხარ ძმაო ის თუ ჯენოაში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს და თან გაამართლებს ახალგაზრდაა შეიძლება მოხდეს სასწაული და შეცხვალოს მანჯუ 1-2 სეზონში ვნახოთ………
მანჯუკიჩის შეცვლა რავი ცოტა სხვა პოზიციაც არის)) კი ბატონო მოიხოდოს. წინააღმდეგი არ ვარ) პროსტა სასწაულები უნდა აკეთოს სადაც იქნება, რო ისევ დავამყაროთ იმედები)
აი ვაფშე არ არის მნიშვნელოვანი პიაცას მომავალი იუვეს მომავალთან)) ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე)