ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო:”ჩემთვის ოჯახი ყველაფერია”

ალექს სანდროს ტუტოსპორტის ჟურნალისტი გაესაუბრა:

ლაციოსთან დაპირისპირება იოლი არასოდეს არის.. ამას ჩემს პირველსავე ტურინულ სეზონში მივხვდი.. ჩვენ უაღრესად მძიმე 90 წუთი გველის, რომლის განმავლობაშიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თავისუფალი ზონები, რომელიც მეტოქეს დარჩება.. მერწმუნეთ ასეთი შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელი იქნება.

შევდივართ უკვე იმ ფაზაში, როდესაც კვირაში სამი მატჩი გვექნება სათამაშო.. ახლაც ზუსტად ასეთი შემთხვევა გვექნება, რომელიც ლაციალესთან დაპირისპირებით დაგვეწყება.. საჭიროა სრული კონცენტრირება მოვახდინოთ თითოეულ მათგანზე..

საჩუქარი? ვფიქრობ, იდეალური საჩუქარი ხვალ – ჩემს დაბადების დღეზე სწორედ ლაციოს დამარცხება იქნება.. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მამას კეთილი სურვილებისთვის დიდ მადლობას გადავუხდი.. ძალიან მინდა ახლა ახლოს მყავდეს..

ჩემთვის ოჯახი ბევრს ნიშნავს.. სწორედ მათთვის გამოვდივარ მოედანზე და ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო, რომ ისინი ამაყობდნენ ჩემით.. ყოველდღიურად ვშრომობ, რომ საკუთარი შესაძლებობები კიდევ უფრო განვავითარო.. ეს შესაძლებელია და ყველაზე კარგად მე ვიცი თუ როგორ უნდა განვახორციელო..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

კარგი Xარ სანდრო

Alex Sandro
Alex Sandro
5 years ago

გაიხარე მეგობარო

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x