გაძეტა დელო სპორტი ბონუჩის და კიელინის თაობაზე ახალ ცნობებს აქვეყნებს
რამდენიმე წუთის წინ გაძეტა დელო სპორტმა პოზიტიური ინფორმაცია გამოაქვეყნა:
ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით ვითარდება და როგორც გავლენიანი მილანური გამომცემლობა იუწყება, ორივე ცენტრალური მცველი სრულ მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებას.
აქამდე ასე დაზუსტებით არაფერი ქვეყნდებოდა.. იყო საშიშროება, რომ ორივე ან ერთ-ერთი ვერ მოახერხებდა ესპანელთა წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას..
იმედი ვიქონიოთ, რომ გაძეტა არ ცდება და ორივე იტალიელი უკანახაზელი ამ დაპირისპირებს კარგ კონდიციებში შეხვდება.
ალილუია რეალისტი რაღაცაში მაინც დამეთანხმე
ლექსო მართალი ხარ სწრაფი გუნდები უფრო აპასნი არიან იუვესთვის
კიელინის გარეშე გრიზმანის შეჩერება გაუჭირდებათ.მატუიდიმ კოკე უნდა გაანეიტრალოს რომ პიანიჩი თავისუფლად ამოქმედდეს.ლაციოსნაირი პრესინგი ელოდება გუნდს,მაგრამ მძიმე თამაშების მოგება უფრო გამოსდის გუნდს(სწრაფი გუნდების უფრო მეშინია მე პირადად)