ლიონის თავკაცი:”შეეშვი პოგბას და ნდომბელე შეიძინე!”
ლიონის თავკაცს ბრუნო ჟენეზიოს მიაჩნია, რომ სწორედ ნდომბელე გახდება იუვენტუსისთვის ახალი პოლ პოგბა:
“ტანგის საოცარი თვისებები გააჩნია.. მისი პირველი შეხება, ტექნიკური მონაცემები და სისწრაფე აძლევს საშუალებას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს გაცდეს და შეტევა თავადვე დააგვირგვინოს..
კარგ დრიბლინგთან და მოძრაობასთან ერთად გამოსარჩევია მისი საფეხბურთო ინტელექტი.. მისი თვისებები შეუფასებელია! არასოდეს მიყვარდა შედარებები, მაგრამ მერწმუნეთ იუვესთვის იგი ნამდვილად გახდება ახალი პოგბა!
ერთი სიტყვით ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც ნახევარდაცვაში განსხვავებულ პოზიციებზე ძალუძს ასპარეზობა. მან გოლების გატანაც დაიწყო და დარწმუნებული ვარ ამ კომპონენტში მალევე მოუმატებს.. იგი მინიმუმ 8-10 გოლს უნდა იტანდეს სეზონში..
ტანგი უდაოდ უნდა ირჯდებოდეს ტოპ კლუბში და ამიტომ საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს იუვეს მაისურით ვიხილავ”.
:lol:
ამის ვიდეოები რომ ვნახე მომეწონა მებრძოლია თან ფიზიკურადაც ძლიერია ერთი სიტყვით მატუიდის გაუმჯობესებული ვარიანტი ჩანს თუ ძალიან ძვირი არ დაუჯდებათ ღირს ამ მოთამაშის გადმობირება მაგრამ ჩემი აზრით ერთი ტოპი მაინც გვინდა პიანიჩის გვერდით ბურტი რომ დაიჭიროს.
ვინმეს შეგიძლიათ წინა ტურში ჩანის გოლი მთლიანად დადოს?მადლობა
რავი გიჟია მემგონი მართლა :დ
ვერ მივხვდი მწვრთნელი ტავის შეგირდს ეუბნება სხვა კლუბში წადიო? :) ალბათ იუვეს ფანია მწვრთნელი უეჭველი )))