ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ემრე ჯანი:”იუვენტუსი დიდი ოჯახია”

ძალიან საინტერესო ინტერვიუ ემრე ჯანთან:

ჩემპიონთა ლიგას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით.. მოლოდინი ბუნებრივია დიდია, მაგრამ მიწაზე მყარად დგომაა საჭირო. ატლეტიკო საკმაოდ რთული მეტოქეა, რომელიც გარკვეულწილად იტალიურ სტილს იყენებს.. ისინი საკმაოდ ხისტად თამაშობენ და თავისუფალ სივრცეს ფაქტიურად არ ტოვებენ..

რაც შეეხება ბარსელონასა და რეალს, ვფიქრობ პიკზე ახლა უფრო გადიან და შესაბამისად სწორედ მათ მივიჩნევ უმთავრეს ფავორიტებად.. ლივერპული როგორც შარშანდელი ფინალისტი ასევე იმსახურებს პატივისცემას.. შემდეგ უკვე ბაიერნი, პსჟ და ჩვენ ვართ..

უშუალოდ ჩვენს კლუბზე კი გეტყვით, რომ ეს არის ნამდვილი ოჯახი.. პირდაპირი გაგებით! აქ არა აქვს მნიშვნელოვნელობა ინდივიდუალურ ოსტატობას.. მნიშვნელოვანი არის მხოლოდ გუნდური დინამიკა.. მაგალითად ჩვენს რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ირჯება კრიშტიანო რონალდუს სახით.. მაგრამ გასახდელში იგი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია.. დიახ, აქ ყველა თანასწორია და არავინ არავისზე მაღლა არ დგას.

ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ არც იუმორს ვივიწყებთ.. ხშირად ჩვენს მიზანში სამწვრთნელო შტაბია მოქცეული, რაც კარგად მიუთითებს იმას, რომ სავარჯიშოდ სწორი და პოზიტიური განწყობით გავდივართ. ყველაზე მეტად მარიო მანჯუკიჩი უნდა გამოვარჩიო.. მას განსაკუთრებული იუმორის გრძნობა გააჩნია..

დატვირთვები იტალიაში რომ არის ასეთი ვფიქრობ არსად არ არის.. ადრეც მქონდა ეს გაგებული, მაგრამ ერთია როცა ვინმესგან გესმის და მეორე როდესაც ეპიცენტრში უკვე თავად ხვდები. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ კიელინიმ მითხრა, რომ პირველი თვეების მანძილზე გამიჭირდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ ვიფრენდი მოედანზე.. იცით.. იგი აბსოლუტურად მართალი იყო!

ალეგრი და კლოპი ემოციური თვალსაზრისით იდენტური თავკაცები არიან.. ისინი ზუსტად ერთნაირად გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მოედანზე მიმდინარე პროცესებზე.. ძალიან მომწონს მაქსის მიდგომა თითოეული მატჩისადმი.. იგი დეტალურად უდგება ყველა ნიუანს და ტაქტიკურ ჩანაფიქრს.. ვფიქრობ, იუვენტუსს მისი სახით საუკეთესო თავკაცი ჰყავს ვინც შეიძლებოდა ჰყოლოდა.

ტრავმა? სწორედ მაშინ შევიტყვე თუ რა არის, როდესაც საქმის გარეშე გიწევს ყოფნა.. ეს საშინელი პერიოდი იყო, რომელიც ოჯახის დახმარებით გადავლახე..

რონალდუ? ჩემი ოჯახი ხშირად მეკითხება, კი მაგრამ როგორია იგი რეალურად? არაჩვეულებრივი ფეხბურთელია! მისი საქმისადმი მიდგომა აღფრთოვანებას იწვევს. როგორც ადამიანი კი საოცრად კეთილშობილი და მეგობრული!”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კაი ბიჭია ემრე! პროსტა არ არის ეხლა იდეალურ ფორმაში, თორე ბევრად მეტი შეუძლია.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x