ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”ყველაფერი წინ გვაქვს”

ჯორჯო კიელინის განცხადებით გადწყვეტილი არაფერია და საპასუხო შეხვედრაში იუვენტუსი მეტოქის დამარცხებისთვის მაქსიმუმს გაიღებს:

გარკვეული ქმედებები ტკივილს გვაყენებს და ჩვენ თავადვე განვიცდით დაფიქსირებულ შედეგს, მაგრამ მერწმუნეთ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ საკუთარი სათამაშო სტილით გაგვაკვირვა.. ველოდით მათგან ასეთ ასპარეზობას.. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სიმეონეს გუნდი მეტოქეს თამაშის საშუალებას არ აძლევს.

საპასუხო შეხვედრაში ვალდებულები ვართ მეტად დამაჯერებლები, ცივსისხლიანები და მობილურები ვიყოთ.. სტანდარტულებისას კი მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან ამ კომპონენტში მეტოქე საკმაოდ ძლიერია.

რონალდუსგან საოცარ მატჩი გვჭირდება? არამარტო პორტუგალიელისგან.. ასეთივეა საჭირო შესნისგან, ჩემგამ დე შილიოსგან და ბონუჩისგან.. თითოეულმა ყველაფერი უნდა გაიღოს, რადგან იუვენტუსი წლევანდელი მიზანი არის გაცილებით შორს წასვლა ვიდრე ეს იყო შარშანდელ სეზონში.

სიმონეს ჟესტზე ვერაფერს გეტყვით.. მერწმუნეთ იმდენი საქმე გვაქვს ახლა, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს მისი საქციელის განხილვა..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რა დეშილიო ამას სიცხემ ხოარ აუწია ეგ არ დავინახო მოედანზე

ვეგა
ვეგა
5 years ago

მოვრჩეთ ამ ქათამზე საუბარს ყველა მოაზროვნე ხვდება ეს რა ქათამიც იყო! ბრბოს თუ არ ესმის ეს მათი პრობლემაა დაე ისიამოვნონ მისი წვალებით!

ქართველების პრობლემა ისაა რო განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ ასე იყო ეს მუდამ თუ არ გჯერათ გადახედეთ ისტორიას! როგორც კი იტყვი განსხვავებულს ეგრევე დაგესევიან სვავებივით! რას ამბობო მე ასე ვიციო და შენ ვინ ხარო. ქოთანი უნდა იყო საქართველოში ვინმეს თვალში არ ამოუვიდე. მილიონ უცხო ფორუმებში ვარ და ასეთი მიდგომა არ მინახია.

მოკლედ იუვე დაადუღებს კატლეტებს და აქ მერე არავინ გაბედოს და მიაწეროს ეს ალეგრის გენიალობას.

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago
Reply to  ვეგა

პირადად მე ვთვლი ძალიან მაგარ მწვრთნელად და რამე არ მესმის? რა სიტყვაა ბრბო? გააკონტროლე შენი სიტყვები შენ გესმის და სხვას არა? ვინმესთვის რამე თუ გაქვს სათქმელი პირდაპირ უთხარი და ყველას ვისაც ალეგრი კარგი მწვრთნელი გონია ბრბოს რატომ უწოდებ?

ALLENATORE
5 years ago

ატლეტიკოს გაგდება შეილება მაგრამ არა ალეგრით ))) ეს კაცი ვერ სცავლობს ვერაფერს ))) მერამდენედ უკვე ამ თავისმა ზედმეტმა სიფრთხილემ ჩააჯმევინა )) ის რო ეგეთი ნახევარდაცვა გვყავს ეგეც ალეგრის ბრალია , პირდაპირ ამბობდა კარდიფის შემდეგ რო გუნდს გაძლიერება უნდა ფლანგებზე )) ხოდა კი მოუყვანეს ხალხი ერთ პოზიციაზე ორი კაცია )) მაგრამ შედეგი? არანაირი ) ცენტრში რო არავინ არის იმის ბრალია ზუსტად რო ხედირა გონია ზე კლასი ალეგრის და მორბენალი მატუიდი ) ეგ არის მაგის სტრატეგია და ხედვა აი ზუსტად მაგაშია პრობლემა , ალეგრის ხედვა არის გადაბერებული და ვერ ვითარდება )) ბევრი თამაში გაასხა მაგის გამო და ვერაფერი შეცვალა თავის ნაცარქექია ტვინში… Read more »

გიორგი
გიორგი
5 years ago

დეშილიოსგან საჭიროა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x