ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”

მასიმილიანო ალეგრი კვლავინდებურად ატლეტიკოსთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს:

“სავსებით ნორმალურია, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გუნდი ნაბახუსევ ხასიათზე იყო. თუმცა, პერინის მომენტის გარდა მათ რეალურად შანსი არც ჰქონიათ..

არაერთი ფეხბურთელის დაბრუნებას ველოდებით, მაგრამ წესით და რიგით უახლოეს პერიოდში ვინც დაგვიბრუნდება დუგლას კოშტა თუ იქნება. კარგია, რომ ახლა ნაპოლისთან გვიწევს დაპირისპირება.. ეს იქნება არაჩვეულებრივი ტესტი ატლეტიკოსთან მატჩამდე.

უკანასკნელი შეხვედრა ორ ნაწილად უნდა დავყოთ.. პირველი დაიწყო საწყის წუთებშივე, ხოლო მეორე უკანასკნელ 20 წუთში.. კანსელუს დავალება მივეცი, რომ ფლანგზე აგრესიულად ეთამაშა და საკუთარი მახასიათებლების სრული დემონსტრირება მოეხდინა.

იქნება თუ არა რაიმე სახის ცვლილება ატლეტიკოსთან საპასუხო შეხვედრაში? ვნახოთ როგორი შთაგონება მეწვევა.. მთავარია ზონებს შორის უკეთეს ვიმოძრაოთ.. თუმცა, ფაქტია ესპანელები ტურინში განსხვავებულ სტილში დაგვიპირისპირდებიან.. მეტი ყურადღება იქნება დაცვაში თამაშზე გადატანილი.. შესაბამისად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მათი უკანახაზის ზღუდეების გასარღვევად.

პიანიჩის მდგომარეობა ყურადღებას იმსახურებს.. მას უკვე ერთი კვირაა რაც ხველა აწუხებს და ექიმები ვერაფრით ვერ ახერხებენ ტემპერატურის დაგდებას. ბოლონიასთან შეხვედრაში ვკითხე შეეძლო თუ არა სათამაშო რითმის შენარჩუნება, რაზეც პასუხი იყო – დიახ! ამიტომაც შევიყვანე მინდორზე.

რაც შეეხება კიელინის.. მან ფროსინონესთან ნახევარი მატჩი გამართა, რის შემდეგაც სრულად იასპარეზა მადრიდში.. ერთი სიტყვით მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციები აუცილებლად გაუმჯობესდება.

აქამდეც განვაცხადე, რომ არ იქნებოდა კარგი ატლეტიკოსთან სათამაშოდ მინდორზე მომენტალურად თუ გავიდოდით.. ეს დრო ნაყოფიერად გამოსაყენებელია.. ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ ბოთლი წვეთ-წვეთობით ასავსები და მერწმუნეთ 12 მარტისთვის მას აუცილებლად შევავსებთ!

ღრმად მწამს, რომ ყველაფერი გაგვაჩნია რათა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვოთ.. ბევრი ფიქრობს, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რასაც კატეგორიულად არ დავეთანხმები”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ფეხბურთელების იმედი უნდა გვქონდეს თორე ეს კიდე ფრთხილად დაიწყებს თამაშს და აზრი არ ექნება ეგრე უნდა შევუტიოთ ისე როგორც შარშან რომამ შეუტია ბარსას ცენტრს რომ არ უშვებდნენ და საერტოდ ჩემი აზრით დი ფრანჩესკო მოუხდება იუვეს მაგრად

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

შენ ეს გააკეთე და კრიტიკოსები სამუდამოთ გააჩერე კი ერთხელ ვეტყვი აქ გამარჯვებული იგებს ლიგას წელს

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ნეტავ ასე იყოს ბიჭებო,ძალიან მინდა გავიდეთ და დავამარცხოთ ყველა ტიტულამდე.მერე მინიმუმ სამი წელი ფეხბურთს აღარ ვუყურებ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მაგრად ვუდგავარ გვერდში ალეგრის მან უნდა შეძლოს მაგარი ძნელია ძალიან ძნელია მაგრამ უნდა შეძლოს :up: :up: :up:

d a v i d
5 years ago

ამ შეხვედრაში მე მაგრად მეიმედება ალეგრიტოს!! ამის საფუძველს ის მაძლევს რეალტან და ბავარიასთან ამოქაჩული სხვაობა!!!

d a v i d
5 years ago

ატლეტიკოსგან რა თამაშს უნდა ველოდოთ იმედია მაქსი თავს გაართმევს ამ ყველაფერს და გავათ შემდეგ ეტაპზე :juvee:

d a v i d
5 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x