იუვემ საკომისოებში მსუყე თანხა დახარჯა..
ბიანკონერის დირექტორატთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ მიმოხილვაში Calcio e Finanza-მ საინტერესო დეტალი აღმოაჩინა:
როგორც ირკვევა სხვადასხვა ფეხბურთელის გაფორმებისთვის, ჯამში ტურინილი ხაზინიდან საკომისიოს სახით გაცემული არის 37 მილიონი ევრო! დიახ, ზუსტად ეს თანხა გადაუხადეს ტურინელებმა საფეხბურთო აგენტებს მათი კლიენტის ხელში ჩაგდებისთვის.
ამ მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ემრე ჯანის ტრანსფერია.. 15.86 მილიონი ევრო დაუჯდათ იტალიელებს გერმანელის გაფორმება.
მეორე პოზიცია ჟორჟ მენდეშს ეკუთვნის, რომლის დახმარებით ტურინმა კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერი გაჩარხა. პორტუგალიელის საკომისიომ 11.5 მილიონი ევრო შეადგინა.
სამეულს კი მირალემ პიანიჩის აგენტი ხურავს.. მან 2 მილიონი ევრო მიიღო იმაში, რომ ბოსნიელმა იუვესთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოახერხა.
ეს ემრე ჩანი რათ უნდოდათ ერთი ეს გამაგებინა