ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია სოციალურ ქსელებში ჩემი გვერდების დახურვამ. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებს.. ასე იყო, მაშინ როდესაც გადავწყვიტე გამეხსნა და თამაშის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამესაჯაროვებინა და ასე იყო მაშინ, როდესაც უბრალოდ მისი დახურვის გადაწყვეტილება მივიღე..

ეს არ არის რაიმე სტრატეგია ან დაგეგმილი ქმედება.. შენ უბრალოდ მოგდის თავში აზრი რომელსაც ეთანხმები ან ეწინააღმდეგები.. მაგალითად, როდესაც თამაშის წინ წყვიტავ ორი ნახევარმცველით იასპარეზე თუ სამით.. მთავარი არის, რომ ატლეტიკოსთან მატჩამდე 10 დღე არის დარჩენილი.

ანიელის პრეს-კონფერენციამდეც შევხვდი და ჩვენ ერთმანეთს უდინეზესთან მატჩამდეც შევხვდებით.. ეს სრულებით ნორმალურია, რადგან მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია. იგი ეცნობა გუნდის მდგომარეობას ამა თუ იმ მატჩის წინ..

საუბრები, რომლებიც პრესაშია დიდად არ მაღველებს.. საქმე იმაშია, რომ იუვენტუსს საკმაოდ მივეჯაჭვე და ამ 4 წლის მანძილზე ჩვენ არაჩვეულებრივი პერიოდი გავიარეთ.. დიახ, ახლა არ ვიმყოფებით იტალიის თასის გათამაშებაში, თუმცა მისი ზედიზედ რამდენიმეჯერ მოპოვება არავინ უნდა დაივიწყოს..

ჩემპიონთა ლიგაზე ბევრს ზედმეტი წარმოდგენა შეექმნა.. მერწმუნეთ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ისეთ ადამიანთან დისკუსიაში შესვლა, რომელიც ფიქრობდა რომ მადრიდელებს 3-0-ს დავამარცხებდით არის სრული სისულელე.. ჩვენ ვემზადებით ამ დაპირისპირებისთვის..

უმჯობესი იქნება ნაპოლიზე გადავერთოთ.. საოცარ ფორმაში მყოფი გუნდი კარგ ჩემპიონატს ატარებს და იმედი მაქვს ეს იქნება კარგი საფეხბურთო საღამო რომელსაც გულშემატკივრები მეტად გაალამაზებენ.

ჩემპიონთა ლიგის გამო შესაძლოა კრიტიკა მივიღო.. თუმცა, ის არ უნდა იყოს გადაჭარბებული და ზღვარს გაცდენილი.. გუნდის კრიტიკა რომელმაც ასეთ საოცარ შედეგებს მიაღწია გასული სეზონების მანძილზე არის არაპროფესიონალური მიდგომა და მას ბუნებრივია არ მივიღებ.

რეალზე ბევრი საუბრობს, თუმცა მადრიდელებს მეათე თასი რომ მოეგოთ მთელი 11 წელი დაჭირდათ.. დიახ, შემდგომ ზედიზედ მოიპოვეს, მაგრამ ამისთვის ხომ საკმაო დრო დაჭირდათ? ეს არის ტურნირი სადაც შენ კონკრეტულს ვერაფერს დაგეგმავ.. ვერ იტყვი რომ აი ამ შეხევდრასთან მიხვალ და უბრალოდ დაგეგმილად, გაზომილად მოიგებ ყოველგვარი პრობლემის გარეშე.. აქ სანტიმეტრები წყვიტავს ყველაფერს.. იღბალი და მრავალი სხვა ფაქტორი.

ფანების რეაქცია? მე კარგად მახსოვს მათი მხარდაჭერა ჩემი და გუნდის მიმართ.. მათი წვლილი ჩვენს ერთიან წარმატებაში საკმაოდ დიდია.. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კრიტიკას ნამდვილად მივიღებ.. ატლეტიკოსთან მეორე ტაიმის გამო გული ძალიან მეტკინა.. თუმცა, მასთან ერთად გავაგრძელეთ მომზადება და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გამოჩნდება..

სტადიონის სწრაფად დატოვება თამაშის დასრულებისას? მოედანზე ყოფნისას ჩემი გუნდი არის სამაგალითო.. არიან ადამიანები რომლებიც გარკვეულ ქმედებებს აკეთებენ თამაშის დროს და თამაშის შემდეგ.. არაერთხელ ვთქვი, რომ მთავარი აპლოდისმენტები მოთამაშეებს ეკუთვნით..

ხედირა უახლოეს პერიოდში დამატებით ტესტებს გაივლის, მაგრამ მისი ასპარეზობა ატლეტიკოსთან ნაკლებად მოსალოდნელია.. ვეცდებით კოშტას დაბრუნებას ატლეტიკოსთვის.. რეალურად ამ ეტაპზე სწორედ მის დამატებას თუ მოვახერხებთ ესპანელებთან დაპირისპირებაში. რონალდუ? ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.

ვაპირებ თუ არა ორი შუახაზელით ასპარეზობას? ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ თუ სასტარტოში მეყოლებიან ბერნა, დიბალა, მანჯუ და რონალდუ მაშინ გამოდის რომ სკამზე შემტევებიდან მხოლოდ კინი იქნება.. შესაბამისად არსებული რესურსიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ დიბალა ან ბერნა სკამიდან დაიწყებენ.. ასე ჩვენ გარკვეული ვარირების საშუალება გვექნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდისგან კარგ მატჩს ველი.

ატლეტიკოსთან შეხვედრის შემდეგ განვაცხადე რომ ბოთლი ეტაპობრივად უნდა შეგვევსო. გიდასტურებთ, რომ სიტუაცია უმჯობესდება.. კიელინის და ბონუჩის ფიზიკური კონდიციები ახლა ბევრად უკეთესია. კოშტას დაბრუნებაზე გითხარით, რომ მაქსიმუმს ვიზავთ რათა ბრაზილიელი ესპანელებთან შეხვედრისთვის მზადყოფნაში იყოს.. დარწმუნებული ვარ ჩვენ ესპანელებთან მოახლოენულ საპასუხო შეხვედრას კარგ ფორმაში შევხვდებით.

ვფიქრობ, ჩვენ ნაადრევად დაგვასაფლავეს.. სწორედ ამიტომაც გაჩნდა პრესაში ჭორები ჩემი იუვედან წასვლაზე.. ანიელის შევხვდები და ჩვენ ერთად გადავწყვეტთ როგორ განვითარდება მომავალი.. დავრჩები თუ არა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად გავივლი..

მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოახლოებული მატჩები და გუნდმა კონცენტრირება მასსზე უნდა მოახდინოს. აუცილებელი იქნება ქომაგის მხარდაჭერაც, რომლებმაც იუვე 95 წუთის მანძილზე აქტიურ ტონუსში უნდა ამყოფოს.. მე ტიფოზერიის ძალიან დიდი იმედი მაქვს..

მომენტების გამოყენება? მახსოვს რონალდუზე იყო პანიკა.. შემდეგ დიბალაზე.. მანჯუკიჩი გაიტანს ამაში ეჭვიც არ მეპარება.. აუცილებელი არის გოლები ნახევარმცველებმაც გაიტანონ.. ბერნასგან ველოდები პირველ რიგში ამ აქტიურობას.. ფედერიკომ უბურთოთაც დიდი სამუშაო უნდა გასწიოს..

ამ ეტაპზე ჩემს განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად უნდა გავიარო სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპი.. ერთადერთი ვინც დაგვემატება იქნება დუგლას კოშტა.. აი ხედირასთან დაკავშირებით კი იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი მალე აღიდგენს კონდიციებს და გვეტყვის, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით თავს მზად გრძნობს.. კუადრადოზე ბევრი კითხვის ნიშნებია..

ვიცოდი, რომ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ გაგვიჭირდებოდა, არადა მოლოდინი საზოგადოებისგან დიდი იყო.. თუმცა მძიმე დაპირისპირებამ უარესი კრიტიკა გამოიწვია.. ფეხბურთელებმაც იგრძნეს ეს ყველაფერი და ტურინში დაბრუნების შემდეგ მათ საუბარს მუშაობა ამჯობინეს.. ჩვენ ნაყოფიერი საწვრთნელი სესიები გავმართეთ, რისი შედეგიც მოედანზე უნდა ვნახოთ.

ვინ იასპარეზებს ნახევარდაცვაში? გეტყვით, რომ ნაპოლისთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ბენტანკური და ემრე ჯანი იქნებიან.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo19
მაკელელე
5 years ago

მოვიგებთ ბიჩემო მაგრა მჯერა და ბერნანდესკი ჩემი აზრით ჯობია დიბალას :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ფსიქოლოგიურად მოშლილი იქნება დღეს იუვე
იმედია დიდი ანგარიშით არ წავაგებთ
თან მიტყდება ასე რომ ვამბობ იუვეზე მაგრამ რა ვქნა ჩემი გადმოსახედიდან დღეს წავაგებთ რატომღაც 1% ითაც კი არ მაქვს მოგების იმედი
მაგრამ მაინც წარმატებები

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აუ უეჭველი მთელი ნეაპოლი კბილებს ილესავს))) ყვავ-ყორნები vs დაჭრილი არწივი))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რონალდო მაინც თამაშობს დღეეს?)

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
5 years ago

დღეს კაი 3 კუშია იუვეს 2იანი

nariman
nariman
5 years ago

მდააააა….ალეგრი შენ ლაფატკაზე ზიხარ და ზიზუ მოვა შენს ადგილზე.თუ გინდა გავმაზოთ.

lasha naxucrishvili
5 years ago

ოღონდ ჩაჯმული ფეხბურთი არ ათამაშოს რა! სასაცილოა უბრალოდ. ისეთ დებილობას ათამაშებს წელს გუნდს რო ხალხს დააჯერა რო მართლა გუნდი არ გვივარგა.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

შენ რო მოგიგონ 3-0 ეგ არ არის სისულელე ხო?)) გამოს..ლი ეს! ისედაც არ მევასებოდა და სულ შემზიზღდა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გაჯვი აქედან შენი ფილოსოფური აზრებით

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ყ..ა რაა და ჰაა შ…ი თუ გინდა))

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

კაცურად ვინც თამაშობთ ლუწი ბარათი მეწერა იყო ხუთი ბარათი და ერთი წითელი მეთვლება მადლობა წინასწარ

AnonyMous
5 years ago

ბარათების რაოდენობა ბარათების რაოდენობაა. არ აქვს მნიშვნელობა წითელი იქნება თუ ყვითელი. თუ 5 ყვითელი იყო და 1 წითელი გამოდის 6 ლუწია და გეთვლება

Giampiero Boniperti
5 years ago

კონტეს მოსვლაზე ფიქრის დაწყება მემგონი სასაცილოა. ლიგის მოსაგებად უნდა დაინიშნოს კაცი ვინც იცის ლიგის გემო. ზიდანზე უფრო კარგი ვარიანტი არ ჩანს, მაგრამ გააჩნია რა მოთხოვნებით მოვა. ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია. არადა ისიც მაინტერესებს კონტე რას იზამს ტოპ სასტავით :chuvak:

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

ბენტეკურს და ემრე ჯანს თუ აყენებს, როგორ ფიქრობთ ნაპოლზე უფრო ფიქრობს თუ ატლეტიკოსზე?

alex-97
Delpieronedved
5 years ago

როგორ არ უნდა აგინო, უუმჯობესია ნაპოლის მატჩზე ვიფიქროთო, 13 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს სერია ა-ში

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x