ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6.5 – უმეტეს ეპიზოდში საიმედოდ მოქმედებდა.

კანსელუ – 6 – შეტევაში საკუთარ გუნდს დიდი ვერაფრით ვერ დაეხმარა.. ბოლო ხანებში რეგრესი უფრო შეიმჩნევა ვიდრე პროგრესი.

დე შილიო 60 წუთიდან – 6

ბონუჩი – 6.5 – რამდენიმე ეპიზოდში უხეში შეცდომა დაუშვა.. ერთ-ერთი ზელინკის დარტყმულზე, რომელიც ოდნავ აცდა მიზანს.. თუმცა, კრიტიკულ სიტუაციაში კიელინისთან ერთად კარგად მოქმედებდა.

კიელინი – 6.5 – გოლის დროს კალეხონმა ცოცხლად შეჭამა, მაგრამ ეს იყო ერთადერთი ეპიზოდი სადაც შეცდომა დაუშვა.

ალექს სანდრო – 6 – საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მარცხენა ფლანგიც რეგრესირებს.. სანდრო ბოლო რამდენიმე მატჩია თავის თავზე აღარ ჰგავს.. შეტევაში არანაირი იდეა და დახმარება თანაგუნდელებზე.. დაცვაში კი 11-იანი მოუტანა გუნდს..

ემრე ჯანი – 7.5 – უდაოდ საუკეთესოა თანაგუნდელებიდან.. რეჯისტაზეც ირჯება და ჩამშლელზეც ბრწყინვალედ მოქმედებს.. ეს მისი საღამო იყო, რომელიც გატანილი გოლითაც დაგვირგვინდა.

პიანიჩი – 6 – რომ არა უაზრო წითელი, ალბათ ჯანთან ერთად მაღალ შეფასებას მიიღებდა. გოლის გარდა საკმაოდ კარგა დირიჟორობდა საკუთარი გუნდის ასპარეზობას.

მატუიდი – 6.5 – მის ფიზიკურ მონაცემებს ნაპოლის ფეხბურთელები საკუთარ თავზე მთელი სიმწარით ცდიან.. არაერთი საჭირო ბურთი მოუპოვა საკუთარ გუნდს.

ბერნარდესკი – 6.5 – დიდი მსხვერპლის გაღება მთელი მატჩის განმავლობაში.. თავდაპირველად მარჯვენა ფლანგზე, ხოლო პიანიჩის გაძევების შემდეგ მარჯვენა მეცალაზე..

რონალდუ – 7 – მის აქტიურობას მოყვა მერეტის გაძევება და შემდეგ პიანიჩის გოლი. იღებს თავის თავზე თამაშს, მაგრამ ამ საღამოს ყველაფერი არ გამოსდიოდა.

მანჯუკიჩი – 6 – მისი ინერტულობა თვალშისაცემია.. ნაკლებად მოქმედებს ფორვარდის არეალში და უფრო მეტად მარცხენა ნახევარმცველის როლში გვევლინება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეხლა ნახეთ გამოვა და დიდი მატჩი ვითამაშეთო და რაღაც ეგეთებს იტყვის)) მოგების მერე რო ესეთ განწყობაზე იქნება ფანობა)) ესე უნდა ანიელის ევროპის საუკეთესო კლუბი გახდეეს?)

პიემონტელი
პიემონტელი
5 years ago

დღეს იუვე იყო კატასტროფა და ეს ალეგრის ბრალია. გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო 2-0 თან ნაპოლი იყო 10 კაცით, მეორე ტაიმში საერთოდ არაფერი არ იყო გუნდი, ბურთს იღებდნენ და ეგრევე პანიკაში ვარდებოდნენ. ტვინი არ ყავდა გუნდს, ალეგრიმაც ვერ მომართა შესვენებაზე… უნდა შეიცვალოს ალეგრი ამაზე ორი აზრი არაა… მოგებაცაა და მოგებაც

Bianconeri.10
5 years ago

ყველაფერს რაღაც ახსნას მოუძებნი,ფორმას დააბრალებ,მოტივაციას,ტრავმებს,მაგრამ დე შილიოს შემოყვანის მიზანი რა იყო მაგრად მაინტერესებს )))))))))))))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

უბრალოდ სერია A-ში მოჯადოებულია ჯუვეს კარი ესეტი იღბალი ლიგაზე მოგვცა რეალს რეკორდს მოუხსნიდით საშინელი გუნდია იუვე წელს აი-ო პირდაპირ ეს რა ფეხბურთს თამაშობენ დროზე მოსაშორებელია ალეგრი

Paata17
Paata17
5 years ago

ასეთი თამაშით სახლშიც მოგვიგებს ატლეტიკო, ალეგრი უკვე გატრუხდა რამდენი ხანია გუნდს ლამაზი შემტევითი ფეხბურთი არ უთამაშია, ან შემთხვევით ვიგებთ ან სხვისი საცოდაობით, ტეხავს მაგრად

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

sandrom ra qnas? shetevashi verafers aketebso …. da mtlianad gundi ras tamashobs? sadaa sheteva da burtis kontroli? alegris deshikios donis mcveli evaseba, shesabamisad aseti tamashit da fsiqologiit ras txovt sandros?? alegri shegefasebinat iqneb ramden qulas imsaxurebs ddd ))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x