ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6 – მთელი თამაში უსაქმოდ იყო.. ლაზანიას დარტყმულს კი ვერაფერი მოუხერხა..

კასერესი – 6 – შეიძლება ითქვას, რომ იდეალურთან ახლოს მდგომი მატჩი ჩაატარა.. მოქმედებდა დინჯად და ყურადღებით. თუმცა, ერთი ხარვეზი ლაზანიას ეპიზოდის დროს მაინც აღსანიშნავია.

ბარძალი – 6 – მისი დაბრუნება ამ საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ ხელი შეუშალა მოედანზე დარჩენილიყო.. ალიანც არენა ტაშით აცილებდა საკუთარ გამოცდილ მოთამაშეს.

ბონუჩი – 6 – 25 წუთიდან და შეიძლება ითქვას უბრალოდ თვალყურს ადევნებდა შეხვედრას, რადგან მეტოქეს დიდად არ შეუწუხებია.

რუგანი – 6.5 – ყოველგვარი თავსატეხის გარეშე.. ძალიან მშვიდი და კონცენტრირებულია.

სპინაცოლა – 7 – იღებს თუ არა ბურთს მომენტალურად ეიფორიაში მოჰყავს სტადიონზე შეკრებილი ქომაგი.. მუდამ მზად არის სიჩქარე ჩართოს და შოუ მოაწყოს.. ერთი სიტყვით მას სურს რომ მოიაზრებდნენ იუვენტუსის სრულფასოვან წევრად.

ბენტანკური – 7 – გასულ მატჩებთან შედარებით, ურუგვაელი საერთო სხვა კუთხით წაგვიდგა.. არაერთი ეფექტური ართმევა, რის შემდეგაც თავადვე იწყებს შეტევებს.. მესამე გოლი გაიხსენეთ, როდესაც წესები კინზე დაირღვა.. სწორედ მან მოიპოვა ბურთი და შემდეგ ფორვარდზე გადაამისამართა.. ეხმარება მატუიდის გოლის გატანაში.. ერთი სიტყვით ასეთ როდრიგოს ელის ალეგრი მუდამ.

მატუიდი – 7 – შესაძლოა გადაცემებში ცოდავდა, მაგრამ პრესინგში და ჩაჭრებში ფრანგი როგორც ყოველთვის ეფექტური იყო და ბოლოს თავური დარტყმით ლამაზი გოლიც შეაგდო.

ემრე ჯანი – 7 – საოცრად ცივსისხლიანად მოქმედებდა.. ფიზიკურად აშკარად მომატებული აქვს.. კარგია როგორც ბურთის ართმევაზე, ასევე შეტევის დაწყებაშიც.. ჭკვიანურად რთავს სიჩქარეს და ეხმარება შემტევებს პოზიციურ შეტევაშიც და კონტრ შეტევაშიც..

ალექს სანდრო – 7 – ეხმარება კინს პირველ გოლში და საერთოდაც, საკმაოდ კარგად ირჯება მთელი 90 წუთის მანძილზე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ბერნარდესკი – 6.5 – მართალია გოლებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ყოველ 15 წუთში ერთხელ იცვლიდა პოზიციას და ეხმარებოდა თანაგუნდელებს იქ, სადაც ამის საჭიროება იყო. ძალიან ბევრი შავი სამუშაო შეასრულა და პარტნიორებს რთული ამოცანების ამოხსნაში დიდ დახმარებას უწევდა.

კინი – 8 – მატჩის გმირი, აღმოჩენა და ყველაფერი საუკეთესო! ორი გოლი და მოპოვებული 11-იანი.. იგი გრძნობს რომ მეტი შეუძლია.. ქომაგიც ხედავს, რომ მოიზეს უფრო მეტი შეუძლია.. შესაბამისად ყველანი იმედიანად ვართ და ვნახოთ როგორ განვითარდება მისი კარიერა. ეს მხოლოდ დასაწყისია!

ალეგრი – 7 – მისი ტესტ მატჩი, სადაც არაერთი რამ დაიტესტა შედეგიანი გამოდგა.. იუვეს ექსპერიმენტალურმა შემადგენლობამ უდინეზე ცოცხლად შეჭამა.. აღსანიშნავია კინის და სპინაცოლას შოუები! ერთადერთი დასანანი იყო გოლი და ბარძალის ტრავმა.. სხვა მხრივ იუვენტუსი მზად არის სუპერ მატჩისთვის!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x