ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი მე-500 მატჩზე და არამარტო..

ჯორჯო კიელინიმ 500 ჩატარებული ტურინული შეხვედრიდან განსაკუთრებულები გამოარჩია:

“ატლეტიკოსთან გამართული მე-500 შეხვედრა და თან ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მოგზაურობის გაგრძელება, ამ ყველაფრის ეპიკური ნაწილია.

ამის შემდეგ უკვე არაერთი დღე გავიდა და ვფიქრობ, ბოლომდე გავისაზრეთ რაც მოხდა.. შესაბამისად გვესმის და ვგრძნობთ ყოველ ჩვენთაგანში რაოდენ დიდი ენერგია არის, რომელიც გვიბიძგებს უფრო დიდი წარმატებისკენ.

გვსურს განვაგრძოთ ეს დიდებული გზა, რომელიც ესპანელთა დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო ემოციური გახდა. ფაქტია, იუვე არენაზე ქომაგებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და სიმართლე უნდა ითქვას, ეს ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიგრძენით.

ვფიქრობ, სწორედ ამ ემოციურმა აფეთქებამ გამოიწვია მატჩის პირველივე წუთიდან გუნდის დამუხტვა და სწრაფვა გამარჯვებისკენ. გვსურს, ანალოგიური ატმოსფერო მომავალშიც ვიგრძნოთ, თან ამის საშუალება ნამდვილად იქნება.

ბუნებრივია აიაქსთან დაპირისპირებაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ კარგი იქნება თუ ახლა კონცენტრირებას სერია ა-ს შეხვედრაზე მოვახდენთ. მართალია სატურნირო ცხრილში კარგი პოზიციები გვაქვს, მაგრამ ჩვენი სურვილია ეს კომფორტული სიტუაცია უცვლელი დარჩეს და სკუდეტო რაც შეიძლება მალე გავიფორმოთ.

იუვეში ჩემი მე-500 მატჩი ჩავატარე და იყო როგორც აღმასვლა, ასევე დაღმასვლა.. მიხაროდა და განვიცდიდი.. ვიღიმოდი და ვტიროდი.. ვერ აგიღწერთ რაოდენ დიდი ემოციაა ჩემში, რომელიც მუდამ თან გამყვება.. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გამორჩეულ ჩემპიონთან შემეძლო მათი გაზიარება.

იმედი მაქვს, ყველაფერი საუკეთესო წინ მელოდება, რადგან ასეთ ასაკში მყოფი თითოეულ ეპიზოდს განსაკუთრებულად აფასებ და წინ ყოველგვარი ზღვარის გარეშე მიიწევ”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ლეგენდა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x