ტუტოსპორტი ტურინელთა სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს
ტურინის იუვენტუსი დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე კალიარის სერია ა-ს მორიგ ტურში დაუპირისპირდება:
მაქს ალეგრის შემადგენლობის თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს.. გუნდს ამ შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი არ ეყოლება სხვადასხვა სახის ტრავმების გამო..
კალიარისთან მატჩს გამოტოვებენ: მატია პერინი, სამი ხედირა, კრიშტიანო რონალდუ, პაულო დიბალა, დუგლას კოშტა, ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო, მარიო მანჯუკიჩი და ლეონარდო სპინაცოლა..
ასეთ პირობებში საუბარი, რაიმე სახის ვარირებაზე ფაქტიურად შეუძლებელი ხდება და მაქს არსებულით მოუწევს ფონს გასვლა..
ტუტოსპორტი ტრადიციულად გვთავაზობს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას..
კარს პერინის ტრავმის ფონზე შესნი დაიცავს, რომელიც წლევანდელ სეზონში კი არის უკონკურენტო, თუმცა ასეთ მატჩში ალეგრი მატიასაც მიცემდა თავის გამოჩენის საშუალებას..
ტურინული გამომცემლობის ცნობით, მაქსი საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე აქცენტს 3-5-2 სქემაზე გააკეთებს და სასტარტოში დაცვის ხაზში წესით და რიგით ვიხილავთ მარტინ კასერეს, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის.. თუმცა, არ არის გამორიცხული კაპიტანს დასვენების საშუალება მიეცეს და ძირითადში რუგანი გამოჩნდეს, თუმცა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა..
რაც შეეხება ფლანგებს.. მატია დე შილიო იმ იშვიათაგანია, რომელმაც სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა და ახლა მზად არის მოედანზე გამოსასვლელად. სწორედ იგი მოიაზრება მარჯვენა ფლანგზე. მარცხივ ალექს სანდროა რომელიც სპინაცოლას ტრავმის ფონზე უალტერნატივოა, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ცუდ ფორმაში იმყოფება.
ნახევარდაცვაში სიტუაცია უფრო უკეთესად არის.. რეალურად გუნდს მხოლოდ სამი ხედირა აკლია, რომელმაც დაიწყო ვარჯიში და წესით უკვე მილანთან შეხვედრაში შეეძლება მინდორზე გამოსვლა.
მის არყოფნაში კი სასტარტოში ტუტოსპორტი ემრე ჯანს, მირალემ პიანიჩს და ბლეზ მატუიდის ვარაუდობს.
თავდასხმის ხაზი ამ ტრავმების ფონზე ყველაზე მეტად დაზარალდა.. სახუმაროდ შეშლილს საქმე ნამდვილად არა აქვს.. რონალდუ, დიბალა, კოშტა და მანჯუკიჩი საკმაოდ სერიოზული თავსატეხია.. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შემტევია ჯანმრთელად და სწორედ ისინი იქნებიან სასტარტოში – ფედერიკო ბერნარდესკი და მოიზ კინი..
უკვე მერამდენე სეზონია ვერადავერ ჩამოყალიბდა მწვრთნელი ძირითად სასტავზე რა ვაფშე სხვა გუნდი გამოყავს პირველ კრუგზე და მეორეზე.გეგონება ზაფხული იყოს და ამხანაგურებს ვთამაშობდეთ.დიბალას ასე ადვილად მივიწყება არის სისულელე.სანამ რონალდო მოვიდოდა მაგაზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ.რაც შეეხება ბერნარდესკის კიდე ეს ბოლო თამაშები მომწონს მაგრამ იქამდე იყო რაღაც საშინელება. დაგლას კოსტა კიდე რაღაც ძაან საეჭვოდ გააქრეს არაფერი ტრავმა არ აქ მე თუ მკითახვთ უბრალოდ არ უნდათ რო ათამაშონ! ალექს სანდროსაც ხან აყენებს ხან არა და მაგაზეც მიდიოდა საუბარი რო შეიძლება გაუშვან და დატოვეს.ლიგის ფინალში მგონი კიდევ გავალთ აი მერე რა იქნება მართლა არ ვიცი.
მგონი ატრაკებენ და უხარიათ უბრალოდ გუნდს ასვენებს და მაგიტო
ასნოვაპალაგაიუში აი ეს რუსული სიტყვა ასახავს ბერნას როლს ბოლო თვეების განმავლობაში,ასე რომ ზამენაზე კიარა მისი იმედი მაქვს მე პირადად.(რუსული სიტყვა შეიძლება შეცდომით ეწეროს)
კინი ერთფორვარდიანი სქემის კაცი უფრო მგონია და მე ბერნას სკამზე დავტოვებდი და 4-5-1 ს ვათამაშებდი
ჩემი აზრით ისეც მასე იქნება ნომინალური ფორვარდი კინი… ბერნას ზონებს შორის კავშირი ექნება დავალებული და სავარაუდოდ SS/AMF პოზიციაზე გაირჯება