ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ კონტინასას მინდორზე გამოჩნდა

სასიამოვნო ცნობებია პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუზე:

ბიანკონერის შვიდი ნომერი დღეს დილიდან გამოჩნდა კონტინასას ბაზაზე და ინტენსიურ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.

სხვადასხვა სახის ათლეტური და ტაქტიკური სამუშაოების შემდეგ, რონალდუმ მინი მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ჯერჯერობით რთულია 100%-ით პროგნოზირება იასპარეზებს თუ არა იგი ამსტერდამში, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით, რომ ვითარდება ფაქტია.

ორიოდე სიტყვით დანარჩენ ფეხბურთელებსაც შევეხოთ.. ლეონარდო სპინაცოლა, მარიო მანჯუკიჩი, პაულო დიბალა, მატია დე შილიო და სამი ხედირა გუშინაც გამოჩნდა, რომ ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებიან და მათი განაცხადში შეყვანა აიაქსის წინააღმდეგ კითხვის ნიშანს არ იწვევს.

რაც შეეხება ემრე ჯანს აქ ოპტიმისტური განწყობა არ შეიმჩნევა. ხვალ, გერმანელ ნახევარმცველს დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რა პერიოდი გაუცდება შუახაზელს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ სამწვრთნელო შტაბს მასთან მიმართებაში ოპტიმისტური განწყობა არ გააჩნია.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც წესით და რიგით ჰოლანდიაში გაყვება გუნდს არის დუგლას კოშტას. თუმცა, მას რამდენიმე თვე გაუცდა და სასტარტოში მისი ხილვა ასეთ პრინციპულ შეხვედრაში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აბა მატჩ-ფუთბოლის კომენტატორს გუშინ რა მოელანდა გულები რო გაგვიხეთქა)) ტიპმა დაიგინა რო აიაქსთან 2-ვე თამაშს გამოტოვებსო))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეგ კომენტატორი აშკარად მილანისტი იყო.

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

რაც არ უნდა იყოს მაინც დადებითი შედეგი უნდა ვაჩვენოთ ნიბისმიერი ნიჩია გოლით გასვლის გარანტაია მოგება ხო საერთოდ

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ტრიდე მეგობარო შენ ზვიადი ხომ არ გქვია?

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x