ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6.5 – ნერეშის დარტყმულზე ვერაფერს ახერხებს, მაგრამ ამის გარდა საიმედოდ მოქმედებდა.

კანსელუ – 5.5 – იდეალური საგოლე გადაცემა გააკეთა რონალდუზე, თუმცა მეორე ტაიმს მთლიანად აგდებს როგორც შეტევაში ასევე დაცვაში.. უშვებს უხეშ შეცდომას რომლის დახმარებითაც აიაქსმა მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა

რუგანი – 6.5 – აშკარად იგრძნო, რომ კიელინის არ ყოფნაში მას გამადიდებლით აკვირდებოდნენ.. საკმაოდ თავდაჯერებულად ირჯება და მცირე მომენტებში სადაც მეტოქე სჯაბნიდა, უმალვე ასწორებდა შეცდომას.

ბონუჩი – 6 – გარკვეულ ეპიზოდებში იუვენტუსის ტიფოზერია სუნთქვას იკავებდა მისი ასპარეზობის გამო.. საბოლოო ჯამში უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ მისი გრძელი გადაცემები მიზანს ვერ პოულობდა.

ალექს სანდრო – 6 – ეს იყო მატჩი, რომელშიც ბრაზილიელმა კარგად იასპარეზა დაცვით ასპექტებში, მაგრამ ნაკლებად ეფექტური იყო შემტევ მანევრირებაში.

ბენტანკური – 6.5 – რუგანის მსგავსად თავდაჯერებულად მოქმედებს და გამოდის რთული სიტუაციებიდან საკმაოდ კარგად. ეხმარება ნახევარდაცვას ბურთის სწრაფ გადაადგილებაში და გოლის დროსაც ღებულობს მონაწილეობას.

პიანიჩი – 5.5 – იდეალური ნამდვილად არ ყოფილა.. იდეალური კი არა რეალურად მირალემის მთავარი პლიუსები დააკლდა იუვეს.. თუმცა ბოსნიელი ბრძოლაში ერთვება და ბურთის გარეშე მოქმედებებში ღებულობს უფრო მეტად მონაწილეობას.. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით იუვეს მისი მთავარი პლიუსები დააკლდა.

მატუიდი – 6 – მხოლოდ ფიზიკური პრობლემის გამო ტოვებს მინდორს.. მანამდე კი დარბის ნამდვილი მეომარივით და აიაქსის მოთამაშეებს გასაქან საშუალებას არ აძლევს.

ბერნარდესკი – 6.5 – ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მართალია ბევრს დარბის და იბრძვის, თუმცა ამასთან ერთად რომელი წუთიც არ უნდა იყოს, ყოველთვის აქვს იდეა რა უნდა გააკეთოს გუნდისთვის სასარგებლო.. ეფექტური მოქმედებები და ორი კარგი შანსი ჰქონდა გოლი გაეტანა.

მანჯუკიჩი – 5 – საბოლოო ჯამში ხორვატმა ვერ მოახერხა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – ბოლომდე თამაში ჩართვა ვერ მოახერხა.

კოშტა – 60 წუთიდან – 6.5 – ეფექტურად ერთვება თამაში! ამწვავებს და ქმნის საგოლე ეპიზოდებს.. აი ასეთი კოშტა იუვესთვის ახლა დიდი დამატება იქნება.

რონალდუ – 7 – მასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია! დიახ, ზუსტად ასეთი სუპერ ვარსკვლავური სტატუსი აქვს, რომელიც ქმნის რეალური სხვაობას მოედანზე.. არ აცილებს არცერთ ბურთს უბრძოლველად და ყოველთვის მზად არის საბოლოო დარტყმის განსახორციელებლად.

ალეგრი – 6.5 – საკმაოდ დაბალანსებული შეხვედრა იყო და საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ვთქვათ, ფაქტია, რომ იუვეს მეტ ნაკლებად კომფორტული შედეგი მაქვს ტურინში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
....
....
5 years ago

კანსელოს შეცდომის გამო არ დაუმთავრებია აიაქსს ფრედ, ფაქტობრივად გამთანაბრებელი გოლი კანსელოს შეცდომის გამო გავიდა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ აიაქსი ამ თამაშის მინიმუმ არ წაგებას იმსახურებდა და ფრეც სრულიად ლოგიკური შედეგია.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x