ტუტოსპორტის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა
გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო სასატარტო შემადგენლობას:
იუვენტუსს საკმაოდ მძიმე დაპირისპირება ელის გუნდთთან, რომელსაც არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ გააჩნია.. მაქს თან წინასამატჩოდ მცირეოდენი საკადრო პრობლემები შეექმნა..
ჯორჯო კიელინიმ ვერ მოახერხა ტრავმის ბოლომდე მოშუშება და გუნდმა რისკზე წასვლა არ ისურვა. მას ასევე ხორვატი მარიო მანჯუკიჩიც დაემატა, რომელმაც გუშინდელ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო.
დავიწყოთ სასტარტო შემადგენლობაზე.. კარში ვოიცეხ შესნი იქნება..
ტუტოსპორტის პროგნოზით ამ შეხვედრაში მაქსი 4-3-3 ტაქტიკურ მოდულზე გააკეთებს არჩევანს..
დაცვის ფლანგებზე წესით და რიგით ჟოაო კანსელუს და ალექს სანდროს უნდა ველოდოთ.. ცენტრალური დაცვის დუეტი კი ჯორჯო კიელინის არყოფნაში დანიელე რუგანი და ლეონარდო ბონუჩი შეადგენენ.
ნახევარდაცვის ხაზში სასიამოვნო სიახლეა ემრე ჯანის დაბრუნება.. მას კი პარტნიორობას ბლეზ მატუიდი და მირალემ პიანიჩი გაუწევენ.
რაც შეეხება წინა ხაზს.. მარიო მანჯუკიჩის ტრავმამ გარკვეული გეგმები შეშლილს ნამდვილად აურია.. სხვადასხვა წყარო პროგნოზირებს, რომ პაულო დიბალა იქნება ძირითადში მის ნაცვლად, მაგრამ ტუტოსპორტს სხვა მოსაზრება აქვს..
ფედერიკო ბერნარდესკის და კრიშტიანო რონალდუს სასტარტოში ყოფნა კითხვებს არ იწვევს.. მათ კი ტურინული გამომცემლობის პროგნოზით პარტნიორობას ახალგაზრდა მოიზ კინი გაუწევს.