ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს იკარდის ტრანსფერზე კონკურენტი გამოუჩნდა

ესპანური მედიის ცნობით, იუვენტუსს მაურო იკარდის ტრანსფერზე შესაძლოა სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს:

საქმე იმაშია, რომ ედისონ კავანის აპენინებზე დაბრუნება და კარიერის სერია ა-ში გაგრძელება სურს..

თავის მხრივ მაურო იკარდიზე როგორც ჩანს ნერიაძურის მესვეურებს ხელი საბოლოოდ აქვთ ჩაქნეული და ახლა მისი გასხვისებით მაქსიმალური სარგებლის მიღება სურთ..

პარიზელთა წარმომადგენლები მილანელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და მათ აღნიშნულ ბარტერზე კონსულტაცია გაიარეს..

ერთის მხრივ ინტერი არაა წინაღმდეგი თუ იკარდის სანაცვლოდ კავანის მიიღებს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პსჟ-ს უფროსობა ურუგვალს ზემოდან რამდენიმე მილიონს დაამატებს..

იუვენტუსი პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ჯერჯერობით მათი წინადადება 60 მილიონი ევროა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x