ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი ალეგრიზე და ახალ მწვრთნელზე..

იუვენტუსის ვიცე პრეზიდენტმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთვნელის საკითხზე ისაუბრა:

მაქს ალეგრის პრესკონფერენციაზე იმიტომ არ ვიყავი, რომ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, რომლის გადატანა ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა..

ნამდვილად განვიცდი ამ ფაქტს, რადგან მსურდა კლუბის წარმომადგენლების გვერდით ვყოფოლიყავი.. ალეგრიმ გუნდთთან ერთად 11 ტიტულის მოპოვება მოახერხა – ყველა იმ ჯილდოსი რომელიც ჩვენ მას ვთხოვეთ!

ეს იყო ფანტასტიური 5 წლიანი ციკლი, რომლის განმეორება წარმოუდგენლად მიმაჩნია. მისი გუნდიდან წასვლის რაიმე ერთი მიზეზი არ არსებობს.. ეს იყო ეპოქის ლოგიკური დასასრული, ყოველგვარი მიზეზების გარეშე.

ბაზარს აქტიურად ვაკვირდებით და აჩქარებას არ ვაპირებთ. რთული იქნება აღებული ტემპის შენარჩუნება, მაგრამ კლუბი მაქსიმუმს მოიმოქმედებს!

ალეგრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამიოდე დღის წინ მივიღეთ და შესაბამისად, აქამდე სხვა სპეციალისტებთან მოლაპარაკებები დაწყებული არ გვქონდა.

გვაქვს იდეები და ზოგი მათგანი ადვილად დასანახი, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველგვარი აჩქარების გარეშე მივიღებთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კროსსმა გაახანგრძლივა ანუ ეგ გამოირიცხა იუვეში ასევე ზიდანი გამორიცხულია

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

იმედია ნედვედ ყველაფერს სწორად გააკეთებ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x