ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

იუვენტუსი დღეს თბილისის დროით 18:00-ზე ბერგამოში ადგილობრივ ატალანტას დაუპირისპირდება.

ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგემლობა გამოაქვეყნა. 

საგულისხმოა, რომ მაურისიო სარი კვლავინდებურად 4-3-1-2 სქემას დაეყრდნობა..

თავდაპირველად ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ გუნდს ალექს სანდრო, კრიშტიანო რონალდუ და ადრიენ რაბიო დააკლდებიან. 

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.. 

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილოს უნდა ველოდოთ, რადგან სარიმ თავადვე განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, რომ ხუან კუადრადოს ზურგის არეში მცირე დისკომფორტი ქონდა.

ცენტრალურ დუეტს ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიგტი შეადგენენ..

მარცხენა ფლანგზე მატია დე შილიო გაირჯება, რომელიც ბრაზილიელი სანდროს ტრავმის ფონზე ფაქტიურად ერთადერთი ალტერნატიული ვარიანტი დარჩა.

შუახაზი.. მირალემ პიანიჩის დაზიანება როგორც ჩანს უმნიშვნელო აღმოჩნდა, რომელიც მან სანაკრებო ბატალიების დროს მიიღო და სასტარტოში სწორედ იგი მოიაზრება.. 

მის მხარდამხარ იქნებიან ბლეზ მატუიდი და სამი ხედირა..

ტრეკუარტისტას პოზიციაზე ტუტოსპორტი ფედერიკო ბერნარდესკის მოიაზრებს..

შემტევი დუეტი კი გამომდინარე რონალდუს არყოფნაში პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი დააკომპლექტებენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x