ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

თანამედროვე გამთამაშებელი ანუ დამშვიდობება კლასიკურ 10-იანთან

რობერო ბაჯო - ალესანდრო დელ პიერო

რატომ ვთამაშობთ 4-3-1-2 -ს? რა ფუნქციას ასრულებს გუნდში გამთამაშებელი? 

ეს არის კითხვა, რომელზეც საკუთარი მოსაზრების გაზიარება მსურს, ისე რომ მცირეოდენ ტაქტიკურ ანალიზში ჩართვას საჭიროებს..

10-იანი არის პოზიცია, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის რომანტიულ და განსაკუთრებულ ემოციას იწვევს..

ჩვენ ვსაუბრობთ, ალბათ ყველასათვის გამორჩეულ ფიგურაზე, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ვარსკვლავებით იყო წარმოდგენილი..

დღევანდელ რეალობაში ასეთი ფეხბურთელები ბევრნი აღარ გვხვდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “მოდაში” აღარ არის, ან “დაბალი ინტელექტის” მქონე ფეხბურთელები მოდიან..

უბრალოდ, რეალობა შეიცვალა და მწვრთნელების მხრიდან ფეხბურთი მეტად პრაგმატული ხდება..

ვიღაც იტყვის უფრო სწრაფიო და მართალიც იქნება, მაგრამ როდესაც ვინმე გენიალურ გადაცემას აკეთებს, ისე გვიკვირს თითქოს ფეხბურთში ეს უკვე იშვიათი შემთხვევაა..

სამწუხაროა, მაგრამ ასეა..

ვუყურებ ჩქაროსნულ სპრინტებს, ჩაწოდებებს, მაგრამ არა იმ თამაშს რასაც თუნდაც 2000-იანების დასაწყისში რობერტო ბაჯო, რუი კოშტა, კაკა, ზიდანი და უამრავი სხვა ვარსკვლავი აკეთებდა.. 

რა რეალობა გვაქვს დღეს?

სიტუაციაში სადაც სარიმ უარი თქვა თავის საყვარელ 4-3-3 -ზე და ცდილობს სწორედ იმ ტრეკუარტისტას ამოქმედებას, რომელიც ბევრისთვის სიმბოლურია, რომანტიულია და ასე შემდეგ ემოციებთან დაკავშირებულია..

მიმდინარე სეზონში ამ პოზიციაზე არაერთი ფეხბურთელი გამოიცადა, მაგრამ ყველა დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.. მეტ-ნაკლები წარმატებით არის ხოლმე გამონათება, მაგრამ უმეტესწილად ეს წამიერი გაელვებაა..

საქმე იმაშია, რომ ამ პოზიციაზე დღეისათვის მდგარი ფეხბურთელი, არ უნდა განვიხილოთ იმ 10-იანად, რომელსაც თუნდაც 15 წლის წინ ვუყურებდით..

დღეს, ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვეულებრივი ნახევარმცველია და ასრულებს სხვადასხვა ტაქტიკურ დავალებებს..

მას ევალება თუნდაც მეტოქის რეჯისტას პრესინგი.. ფლანგიდან ფლანგზე უბურთოდ მოძრაობა..  თავისუფალ ზონაში შესვლა და შეტევის დროს რიცხობრივი უპირატესობის შექმნა.. 

აი ეს არის სარისეულ სტილში გამთამაშებელი.. და ალბათ უმეტეს გუნდებში სადაც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ამ ტაქტიკურ მოდულს.. 

საუბარი მიდის კრისტიან ერიქსენზე, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, დედამიწაზე ახლა იპოვო ფეხბურთელი, რომელიც იუვეში ამ პოზიციაზე წარმატებით იასპარეზებს..

რადგან მას ზუსტად ის დავალება ექნება, რაც პირობითად აქვს ბერნარდესკის, რემზის, ბენტანკურს, კოშტას.. 

იგივე დუგლას კოშტა რომელიც ფენომენალური ტექნიკური არსენალით არის დაჯილდოებული, თავადვე იძახდა, რომ ამ როლში პრობლემებს განიცდის, რადგან ფიზიკურად არ არის თავისუფალი სივრცე და წარმატების მისაღწევად მარცხნიდან იწყებს მოძრაობას.. 

ეს არის და ეს რისი გაზიარებაც თქვენთვის მსურდა, იმ რამოდენიმე თვის დაკვირვებით რასაც ვუყურებ სარის მიერ არჩეული ტაქტიკის საფუძველზე.. 

და კიდევ.. მაქს ალეგრის ეპოქაში 4-3-1-2 უკვე დაიტესტა.. მაშინ ჩვენს ნახევარდაცვაში საოცრად დიდი არჩევანი იყო და მაქსმა მაშინ გამთამაშებლად არტურო ვიდალი დააყენა..

ჩილელი არის იდეალური მაგალითი თუ როგორ უყურებენ დღეს მთავარი მწვრთნელები ამ როლში მყოფ ფეხბურთელს..

ვიდალი ხომ არ არის რაღაც ზე საფეხბურთო ინტელექტით დაჯილდოებული? ეს არის მოთამაშე, რომელიც დაუღალავად გადაადგილდება ზონებს შორის..

ითვისებს სივრცეებს და არ ერიდება აგრესიულ მანევრებს.. ართმევაზეც არ ეშლება და ნუ ერთი სიტყვით კარგი “ცოფიანი ძაღლია”.. 

მაგრამ კლასიკური 10-იანი? იგი ან მისი მახასიათებლების მქონე მოთამაშის კლასიკურ 10-იანთან გაიგივება იგივეა, რაც ჟან-კლოდ ვან დამი სამსახიობო ოსტატობით ლეონარდო დი კაპრიოსთან ავიყვანოთ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
არაბა
4 years ago

Araba:
ისკოები და ლიმონივით გამოწურული ფეხბურთელები კი არა ახლა საჭიროა ჟოაო ფელიქსის მოყვანა მაგ პოზიციაზე, საოცარი ბიჭია. ოცნება მაქვს, ფელიქსი პოგბა და მბაპე. ორი შემტევი და კრეატიულ შუახაზელებს პლიუს გამტანი და სწრაფი ფორვარდი, მერე მართლა ბაიერნივით დავიწყებდით გოლების გატანას ყველა ტურნირზე

Rmz
Rmz
4 years ago

კარგი თემა წამოიწია ამ სტატიაში. ჩემი აზრით და რაც მინახავს ტრეკუარტისტა არასოდეს არ გულისხმობდა დაცვაზე ორიენტირებულ მოთამაშეს ან რომელიც ეხმარებოდა ზონების შევსებას. ეს იყო მოთამაშე რომელსაც მიყავდა გუნდის შეტავა, ანუ ქმნიდა მაქსიმალურ ხიფათს მეტოქის კართან. პასი, დარტყმა ტემპის დაგდება როცა საჭიროა ან პირიქით. დღევანდელ ფეხბურთელებს ვისაც ვუყურებ ჩემი აზრით დე ბრიუენია სუპერი მაგ პოზიციაზე. ძალიან მაგრად გამოადგებოდა იუვეს მასეთი სტილის ფეხბურთელი.

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago

))) trekvartistas imito iyenebs sari ro am etapze centrshi vinc gvyavs trio )) matuidi pianichi da xedira ))) ashkaraa ro kreativis nakkebobaa )) shedegad tu 4-3-3 itamasha am centrit )) chamosvla mouwevs romelime shemtevs ro burti aitanos win zonebs shoris )) amis shedegad kide daikargeba moednis ragac monakveti )) da sicariele rcheba shetevit manevrshi )))) amitom trekvarstista aris linki am or xazs shoris )) saris ro exla pogba , pianichi da isko yavdes naxevardacvashi saertod agar iqneba sachiro trekvartista )))

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago

nu principshi getanxmebi bevr rameshi )) tanamedrove fexburtshi agar darcha ukve tipiuti 10 nomeri )) sarim uari tqva tavis 4-3-3 ze imito ro bevri fexburteli ver jdeba sqemashi ))) airchia is modeli sadac efeqturi iqneba tundac dibala )) trekvartistis rols rac sheexeba eg gatvlaa ratqmaunda )) faqtiurad me 4 naxevarmcvelia romelic yvela zonashi shedis exmareba naxevardacvas da forvardebs ))) amis shedegad igive dibala ufro tavisufalia da shedegic saxezea ))) adre igive zidans ukan makelele yavda da zizus evaleboda mxolod kreativi da araferi sxva ))) tanamedrove fexburtshi kide imis fufuneba agar aris vinme idges moedanze da mxolod kreativze ifiqros ))) egaaaa… Read more »

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago
Reply to  ALLENATORE

ubralod meti mushaobaa sachiro ))))

bibobibo
4 years ago
Reply to  ALLENATORE

ისკო არის ამ პოზიციის ,ზიზუ ათამაშებდა გამთამაშებლად ტიპი ყველგან იყო ცენტრში მარცხენა მხარეს სიღრმეში ასე რომ თუ სარის უნდა ეს წყობა ჩემი აზრით ისკოზე სხვა ალტენარტივა არ არსებობს ნუ ერიკსენიც …ისე სარი ამ წყობას ემპოლიში იყენებდა

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago
Reply to  bibobibo

xo saponara yavda trekvartistad )) iskos yvelgan sheuzlia tamashi )) trekvartistad getanxmebi ro idealuri variantia )))) am etapze pogbas dabrunebaze unda ichalichon prangi iuveshi dzaan did sxvaobas qmnida )) exla pianichis garda aravin aris centrshi ro raime sheqmnas )) am pianichsac tu daakvirdebi metoqis meore forvardi an trekvartista aqtiurad upresingebs )) amitom yavs es berna trekvartistad burti ro aitanon efeqturad zonebs shoris ))) samive centralur naxevarmcvels ro qomdes kreativis tavi trekvartista agar iqneba sachiro ))))

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago
Reply to  bibobibo

ერიკსენი სხვა ტიპის იგროკია ) ეგ უფრო ნელი მოთამაშეა )) ხედვა კარგი აქვს მოედნის მაგრამ მანევრირება არ აქვს ისეთი ფართო )) ტრეკვარტისტა უნდა იყოს ეგრეთწოდებული თევზი იგროკი )) ყველგან უნდა იყოს ,ყველა ზონაში შევიდეს )) ერიკსენი და პიანიჩი თითქმის ერთი ტიპის იგროკები არიან )) მაგათი პლიუსი არის კარგი ხედვა და პასი არც ერთს არ შეუძლია მოტყუება, სხვადასხვა ზონაში შესვლა და იქედან გამწვავება ))) ისკოს ყველაფერი შეუძლია თუ ფორმაშია )))

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x