ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინულ-პარიზული სატრანსფერო ციებ-ცხელება

იტალიური მედია სატრანსფერო ბაზარზე ტურინულ/პარიზულ სვლებზე საუბრობს..

La Gazzetta dello Sport -ის მტკიცებით ლეანდრო პარედესი თავად დაუკავშირდა ფაბიო პარატიჩის და უთხრა, რომ მზად არის კლუბი იანვარშივე გამოიცვალოს. 

საგულისხმოა, რომ არგენტინელი ნახევარმცველის დამატება ტურინს ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ლეანდრო რომას რიგებში ირჯებოდა..

თუმცა, მაშინ სამხრეთ ამერიკელმა რატომღაც ზენიტის ვარიანტი ამჯობინა, სადაც ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც პსჟ-მ 40 მილიონ ევროდ დაიმატა. 

პარედესი ვერ ახერხებს პარიზულ ყოფასთან ადაპტირებას და კვლავინდებურად იტალიაში დაბრუნება უნდა. 

ერთ-ერთ ვარიანტად ემრე ჯანის გადაუჭრელ პრობლემად, სწორედ არგენტინელში გაცვლა სახელდება.

Calciomercato -ს ცნობით, ედინსონ კავანის წარმომადგენლები ბიანკონერის მესვეურებს დაუკავშირდნენ და მათ ფორვარდის თავისუფალი აგენტის სახით გაფორმება შეთავაზეს.

თუმცა, იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა თავაზიანი უარი განაცხადეს. 

დიდი ალბათობით კავანი კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x